კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა იქნება მისი ისტორიული სამშობლოს რუსეთის ნაწილი-ანატოლი ბიბილოვი

ნახვები: 456 სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა იქნება მისი ისტორიული სამშობლოს რუსეთის ნაწილი-ანატოლი ბიბილოვი

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ „რუსეთის ფედერაციაში შესვლისთვის სამხრეთ ოსეთი უახლოეს მომავალში სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს".

ამის შესახებ ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმის მედია ავრცელებს.

„მიმაჩნია, რომ რუსეთთან გაერთიანება ჩვენი სტრატეგიული მიზანია, ჩვენი გზა, ხალხის მისწრაფება და ჩვენ ამ გზაზე ვივლით. უახლოეს მომავალში გადავდგამთ შესაბამის სამართლებრივ ნაბიჯებს. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა იქნება მისი ისტორიული სამშობლოს - რუსეთის ნაწილი", - აღნიშნულია ბიბილოვის განცხადებაში.

ანატოლი ბიბილოვის განცხადებას რუსეთის დუმაში გამოეხმაურენ. დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა თქვა, რომ „სამხრეთ ოსეთს შეუძლია, გამოხატოს რუსეთის შემადგენლობაში შესვლის სურვილი და იურიდიული თვალსაზრისით ეს სავსებით შესაძლებელია".

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა