ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

კრიპტოვაჭრობის სფეროში ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის დელეგაციამ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში შეხვედრები გამართა

ნახვები: 565 კრიპტოვაჭრობის სფეროში ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის დელეგაციამ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში შეხვედრები გამართა

კრიპტოვაჭრობის სფეროში მსოფლიოში უმსხვილესი კომპანია FTX Crypto Derivatives Exchange-ის დელეგაციამ, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში (GITA) გამართა შეხვედრები. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, FTX Crypto Derivatives Exchange-ის აღმასრულებელ დირექტორს ციფრული ბაზრების მიმართულებით რაიან სალემსა და ციფრული აქტივების ბაზრის ასოციაციის (ADAM) აღმასრულებელ დირექტორ მიშელ ბონდს, GITA-ს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე შეხვდა.

„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ წარმატებებზე, რომლებიც საქართველომ ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების პროცესში მოიპოვა. საუბარი შეეხო წარმატებულ ქართულ სტარტაპ კომპანიებს, მათ შორის, კრიპტო და ბლოკჩეინის მიმართულებით, რომლებიც გლობალურ ბაზარზე გავიდნენ. ავთანდილ კასრაძემ ხაზი გაუსვა, რომ ქართული სტარტაპის წარმატება ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დამატებითი შემოსავალია და მათი ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. FTX Crypto Derivatives Exchange-ის დელეგაცია ასევე შეხვდა ქართველ სტარტაპერებს კრიპტო მიმართულებით. საუბრისას განიხილეს ქართულ სტარტაპებთან მომავალი პარტნიორობის შესაძლებლობები. ციფრული აქტივების ბაზრის ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში ახალგაზრდა სტარტაპებს აქვთ უნარი, სწრაფად მიაღწიონ საერთაშორისო აღიარებას და მოიპოვონ წვდომა გლობალურ რესურსებსა და დაფინანსებაზე.

დელეგაციის წევრებმა, რომლებიც საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწვევით იმყოფებიან, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართეს ირაკლი ღარიბაშვილთან, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და  კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. მთავრობის მეთაური, FTX Crypto Derivatives Exchange-ის დამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორ სამ ბანკმან-ფრიდს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდა და შესთავაზა, განიხილოს საქართველოში რეგიონული ოფისის ან მომხმარებელთა სერვისის გაფართოების შესაძლებლობა, რომელიც ფართო რეგიონს მოემსახურება“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.

ოფიციალური მონაცემებით, FTX Crypto Derivatives Exchange-ის (ქონება 40 მილიარდი აშშ დოლარი) დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სამ ბანკმან-ფრიდი, კრიპტო სფეროში უმდიდრესი ადამიანია, რომლის ქონება 22,5 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული. სამ ბანკმან-ფრიდს გაცხადებული აქვს, რომ ქონების უდიდესი ნაწილის საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოყენებას გეგმავს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა