კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გააქტიურდება ნაბიჯები ევროკავშირის ქვეყნებთან ინდივიდუალური დიალოგის მიმართულებით-ზალკალიანი

ნახვები: 396 გააქტიურდება ნაბიჯები ევროკავშირის ქვეყნებთან ინდივიდუალური დიალოგის მიმართულებით-ზალკალიანი

გააქტიურდება ნაბიჯები ევროკავშირის თითოეულ წევრ ქვეყანასთან ინდივიდუალური დიალოგის მიმართულებით. ეს პროცესი უკვე დაწყებულია, პრემიერ-მინისტრს ჰქონდა სატელეფონო საუბარი ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმაღლესის თანამდებობის მქონე პირებთან, პრემიერ-მინისტრებთან, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, თავადაც ჰქონდა საუბრები კოლეგებთან ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან.

„ასევე ჩემი მხრიდანაც გაიმართა სატელეფონო საუბრები და შეხვედრებიც, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ თბილისში იყო, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა