Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ვადა გასული ფაიზერი-ახალი დოზები მომდევნო კვირამდე არ იქნება

ნახვები: 399 ვადა გასული ფაიზერი-ახალი დოზები მომდევნო კვირამდე არ იქნება

მას შემდეგ, რაც მარტის ბოლოს ფაიზერის არსებულ დოზებს ვადა გაუვიდა, უკვე დღეს, პირველ აპრილს, ამ ვაქცინით აცრა შესაძლებელი აღარ არის. ვაქცინაციის ვებგვერდ booking.moh.gov.ge-ზე მხოლოდ ჩინური წარმოებიც ვაქცინებზე რეგისტრაციის საშუალება აქვთ მოქალაქეებს.

მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თებერვალში ფაიზერის უწყვეტობის დაპირება გასცა, დღეს, პირველ აპრილს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული კომენტარით ცნობილი ხდება, რომ ფაიზერი მომდევნო დღეებშიც არ იქნება ხელმისაწვდომი.

"სამინისტრომ შეისყიდა ფაიზერის ახალი დოზები, რომელიც უკვე მომდევნო კვირის დასაწყისში, მცირე ლოგისტიკური ცვლილების შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი მოსახლეობისთვის. არსებული დოზების ჩანაცვლება სრულად მოხდება ახლად მიღებული დოზებით და გადავალთ მთლიანად ახალ ლოგისტიკურ სქემაზე", - ამბობს თამარ გაბუნია.

ჯერჯერობით უცნობია ზუსტი რიცხვი, რამდენ დოზა ფაიზერს გაუვიდა ვადა. 22 მარტის საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე NCDC-ის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ დახარჯულია, დაახლოებით, ფაიზერის 1 მილიონ 700 ათასამდე დოზა, ხოლო სადღაც 400 ათას დოზამდე, რომელსაც ვადა 31 მარტამდე ჰქონდა, აუთვისებელი რჩება.

"გული მწყდება, გაბრაზებული ვარ ჩემს თავზე, ასევე თქვენზეც, ვინც არ აიცერით, რომ ასეთი ძვირფასი და სისხლით ნაშოვნი ვაქცინით, რომელსაც შეეძლო ბევრი ადამიანის სიცოცხლე დაეცვა, მიუხედავად ბევრი ხვეწნისა და მუდარისა, ადამიანები არ აიცრნენ", - თქვა ამირან გამყრელიძემ.

იმავე ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ ფაიზერის ძველი ნაშთები, რასაც ვადა გასდის, "ნაჩუქარია" და "ფინანსურად არაფერი გვიზარალია".

31 მარტს საქართველოს მასშტაბით 1 625 ადამიანი აიცრა. ამ დროისთვის სრულად ვაქცინირებულია 18 წელს ზემოთ მოსახლეობის 43.7%.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა