კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ქალების საშუალო ხელფასი 559,2 ლარით ნაკლებია კაცების საშუალო ხელფასზე

ნახვები: 735 ქალების საშუალო ხელფასი 559,2 ლარით ნაკლებია კაცების საშუალო ხელფასზე

2020 წლის IV კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 559,2 ლარით ნაკლები იყო კაცების საშუალო ხელფასზე.

საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის IV კვარტალში ქალების საშულო ხელფასი 1 022.3 ლარით, ხოლო კაცების - 1 581.5 ლარით განისაზღვრა.

ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 3.8 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში აღნიშნული მაჩვენებელი შემცირდა 11.7 ლარით. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

2020 წლის მე-4 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.4 პროცენტით (5 ლარით) შემცირდა და 1 314.7 ლარი შეადგინა. შესაბამისი მონაცემები საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია („დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი") აღნიშნული.

„საქსტატის" ცნობით, საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

ინფორმაცია და კომუნიკაცია - 2 199.8 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 6.2 პროცენტით);

მშენებლობა - 2 061.8 ლარი (გაიზარდა 1.2 პროცენტით);

პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 2 020.9 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 8.8 პროცენტით);

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 2 017.2 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 4.2 პროცენტით).

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა