კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ამ ეტაპზე, სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილების საჭიროება არ არსებობს-ლაშა ხუციშვილი

ნახვები: 403 ამ ეტაპზე, სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილების საჭიროება არ არსებობს-ლაშა ხუციშვილი

ამ ეტაპზე, სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილების საჭიროება არ არსებობს, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ხუციშვილის თქმით, შექმნილი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, რთულია პროგნოზების გაკეთება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვის.

„მოცემულობა, რომელშიც ქვეყანა ამჟამად იმყოფება, არსებითად განსხვავებულია იმისგან, რაც გასული წლის ბოლოს იყო, როდესაც 2022 წლის ბიუჯეტი დაიგეგმა. იცით, რომ მიმდინარე წლის ორი თვის ეკონომიკურმა ზრდამ, 16.3% შეადგინა, თუმცა, უკრაინაში არსებული საომარი მდგომარეობა მსოფლიო ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ჩვენ გვქონდეს უფრო მეტი ინფორმაცია და მეტი სიცხადე გეოპოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით.

ბუნებრივია, როდესაც ვსაუბრობთ ბიუჯეტზე, წლიურ დოკუმენტზე, მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს გრძელვადიანი ხედვა. არა ერთი ან ორი თვის განმავლობაში, არამედ მაგალითად, ექვსთვიან ჭრილში როგორ განვითარდება გეოპოლიტიკური მდგომარეობა ჩვენს რეგიონში. ბუნებრივია, გარკვეული ცვლილებების საჭიროება შესაძლებელია დადგეს. თუმცა, ამ ეტაპზე, ამის თქმის აუცილებლობა არ გვაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ გაურკვევლობა არის საკმაოდ მაღალი. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი შეიძლება დღის წესრიგში დადგეს უკვე წლის მეორე ნახევარში და შესაძლოა ვიმსჯელოთ ბიუჯეტში წარმოდგენილი პარამეტრების ცვლილებაზე. თუმცა, ამ ეტაპზე, ბიუჯეტის ცვლილების საჭიროება არ არსებობს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა