თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

არჩევნები მიმდინარეობს ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს-შალვა პაპუაშვილი

ნახვები: 456 არჩევნები მიმდინარეობს ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს-შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი - არჩევნები მიმდინარეობს ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს, დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეები სწორ არჩევანს გააკეთებენ
შალვა პაპუაშვილი - არჩევნები მიმდინარეობს ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს, დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეები სწორ არჩევანს გააკეთებენ
15:04, 02.04.2022

ჩვენ ვხედავთ, რომ არჩევნები მიმდინარეობს ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს, მათ შორის საინტერესოა იმ კუთხითაც, რომ ბათუმში ხდება სრულად ელექტრონული ტექნოლოგიებით არჩევნების ჩატარება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს გამოცდილება მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო ჯამში სრულად ელექტრონული ხმის მიცემის სისტემაზე მოხდეს გადასვლა.

„რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეები სწორ არჩევანს გააკეთებენ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგაც ჰქონდა ჩვენ მოსახლეობას საკმარისი დრო, რომ კიდევ ერთხელ შეეხედა იმ პოლიტიკური ლანდშაპტისთვის, რომელიც არსებობს დღეს საქართველოში და გამოეტანა საკუთარი დასკვნა, ვინ არის ამ ქვეყანაში განვითარების, წინსვლის ქვეყნის ინტერესებზე ფიქრის მხარეს და ვინ არის ქვეყანაში არეულობის, ქვეყნის უკუსვლის მომხრე", - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ეს არ არის პირველი არჩევნები, სადაც არის დაძაბულობის მცდელობა.

„სწორედ ამიტომაა, რომ ჩვენი ლიდერებიც იმყოფებიან ადგილზე, რომ სწორედ ასეთი ექესცესები არ მოხდეს. მე ყველას მოვუწოდებ, მიიღოს ის არჩევანი, რომელსაც დღეს ქართველი ხალხი გააკეთებს. დღეს ქართველი ხალხი აკეთებს არჩევანს არა მხოლოდ ბათუმსა და რუსთავში, დღეს ქართველი ხალხი აკეთებს არჩევანს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც ბოლო პერიოდში იყო ქვეყანაში დისკუსიის შექმნის მცდელობა, მათ შორის საქართველოს პოზიციონირებაზე უკრაინაში რუსეთის აგრესიის მიმართ. დღეს რუსთაველი და ბათუმელი ამომრჩევლები ამ საკითხზეც გასცემენ პოლიტიკურ პარტიებს პასუხს, თუ რომელ მხარეს არიან და რას უჭერენ მხარს", - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა