ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

პოლონეთი მზადაა, აშშ-ის ბირთვული იარაღი თავის ტერიტორიაზე მიიღოს-კაჩინსკი

ნახვები: 466 პოლონეთი მზადაა, აშშ-ის ბირთვული იარაღი თავის ტერიტორიაზე მიიღოს-კაჩინსკი

პოლონეთის ვიცე-პრემიერი იაროსლავ კაჩინსკი აცხადებს, რომ ვარშავა მზადაა აშშ-ის ბირთვული იარაღი თავის ტერიტორიაზე მიიღოს. კაჩინსკის თქმით, ამის შესახებ საუბარი ჯერჯერობით არ ყოფილა.

ამის შესახებ კაჩინსკიმ გერმანულ გაზეთთან, Welt am Sonntag-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„თუ ამერიკელები გვთხოვენ აშშ-ის ბირთვული იარაღის პოლონეთში შენახვას, ჩვენ ამ საკითხისადმი ღია ვიქნებით. ეს მნიშვნელოვნად გააძლიერებს მოსკოვის შეკავებას" - განაცხადა კაჩინსკიმ.

პოლონეთის ვიცე-პრემიერი ასევე აცხადებს, რომ ამერიკული ბირთვული იარაღის პოლონეთში გადატანის შესახებ საუბარი არ გამართულა, მაგრამ კაჩინსკის თქმით ეს შესაძლოა მალე შეიცვალოს, თუ ინიციატორი აშშ იქნება.

კაჩინსკის თქმით, პოლონეთი ასევე მიესალმება ევროპაში აშშ-ის სამხედროების 50%-ით ზრდას.

„პოლონეთი მოხარული იქნება, თუ ამერიკელები რუსეთის ზრდადი აგრესიის გამო ევროპაში მათ წარმომადგენლობას ახლანდელი 100 000 ჯარისკაციდან 150 000-მდე გაზრდიან.

მათგან 75 000 აღმოსავლეთ ფლანგზე უნდა განთავსდეს, ე.ი რუსეთის საზღვართან. 50 000 სამხედრო კი ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში" - განაცხადა იაროსლავ კაჩინსკიმ.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ევროპაში 80 000-მდე ამერიკელი სამხედრო იმყოფებოდა.

გამოცემა Unian-ის ინფორმაციით, კრემლის პროპაგანდისტებმა ცოტა ხნის წინ დაიწყეს საუბარი ბალტიის ქვეყნების, უკრაინისა და პოლონეთის ტერიტორიაზე "ისტორიულ მიწების" შესახებ. რიგ შემთხვევებში, კი რუსები ღიად დაემუქრნენ პოლონეთს .

უკრაინული მედიის ცნობით, ერთ-ერთ სახელმწიფო არხზე, კრემლის ე.წ ექსპერტებმა რუკაც კი აჩვენეს, სადაც NATO-ს ქვეყნებში შეჭრას კალინინგრადის დერეფნიდან შეძლებს.

საპასუხოდ, პოლონეთის გენერალმა და სახმელეთო ძალების ყოფილმა მეთაურმა ვალდემარ სკშიფჩაკმა, განაცხადა, რომ პოლონეთს აქვს უფლება მოითხოვოს „რუსეთის მიერ ოკუპირებული კალინინგრადის რეგიონი".

იმავდროულად პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდამ მუქარის შესახებ განაცხადა, რომ ეს რუსეთის ხელისუფლების მხრიდან პოლონეთისადმი მინიშნებაა, რომ ომი შესაძლოა უკრაინით არ შემოიფარგლოს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა