კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

აშშ რუსეთის წინააღმდეგ დამატებით ზომებს უახლოეს მომავალში მიიღებს

ნახვები: 336 აშშ რუსეთის წინააღმდეგ დამატებით ზომებს უახლოეს მომავალში მიიღებს

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ დამატებით ზომებს უახლოეს მომავალში მიიღებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

ნედ პრაისის თქმით, ვაშინგტონი განაგრძობს ზეწოლას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე, კრემლზე, პუტინის ახლობელ ოლიგარქებზე და ყველა ადამიანზე, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას ხელს უწყობენ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, მოსკოვზე ზეწოლა მანამდე გაგრძელდება, ვიდრე კრემლი ვითარების დეესკალაციას არ მოახდენს და სისასტიკეს არ შეწყვეტს.

„რაც შეეხება ბუჩას ამ სურათებს, ჩვენ უკვე შევაფასეთ, რომ რუსეთის ძალებმა ჩაიდინეს ომის დანაშაულები. ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას. ერთი არის ყურადღების გამახვილება იმაზე, თუ რას აკეთებენ ისინი, მაგრამ მეორეა იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა, ვინც ჩაიდინა ეს სისასტიკე და ყველა, ვინც ამ სისასტიკეების ბრძანება გასცა, პასუხისგებაში მიეცენ. ეს არის ჩვენი მისია“, – აღნიშნა ნედ პრაისმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა