პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

საქართველოს კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგი საერთაშორისო ასპარეზზე აღარ აქვს-ლევან ბეჟაშვილი

ნახვები: 387 საქართველოს კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგი საერთაშორისო ასპარეზზე აღარ აქვს-ლევან ბეჟაშვილი

აშშ-ში საქართველოს ელჩად დავით ზალკალიანის დანიშვნა საერთოდ არაფერს ნიშნავს, რადგან ხელისუფლებას მკვეთრად გამოხატული საგარეო კურსი არ გააჩნია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, რაღაც განსაკუთრებული მისიით აშშ-ში ზალკალიანის გაგზავნა წარმოუდგენელია, რადგან, მისივე თქმით, ეს არის ჩვეულებრივი საკადრო გადაწყვეტილება, რომლის ფარგლებშიც ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობებზე საკუთარი გარემოცვის დანიშვნას ცდილობს.

„ახალ მინისტრს საკმარისი გამოცდილება არ აქვს და ის, რომ ოდესღაც რომელიღაც ქვეყნის დიპლომატიურ მისიაში საქმიანობდა, ეს არ არის დასტური იმის, რომ აქვს მკვეთრი წარმოდგენა საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ და იმ ამოცანების შესრულება შეუძლია, რაც ქვეყანას გააჩნია. რეალურად, „ქართული ოცნების" პოლიტიკაა, რომ საგარეო ასპარეზზე საქართველო არ უნდა აქტიურობდეს. საქართველოს კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგი საერთაშორისო ასპარეზზე აღარ აქვს, ამიტომ ვინ დაინიშნება, სახელსა და გვარს მნიშვნელობა აღარ აქვს",- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

დავით ზალკალიანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა დატოვა. ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩად გააგრძელებს მუშაობას. საგარეო უწყების ხელმძღვანელის თანამდებობაზე კი ილია დარჩიაშვილი დაინიშნა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა