ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენს მეომრებს მეტი იარაღი მივცეთ
Ukraine war update: 59 combat clashes on front lines
IAEA experts record sounds of outgoing artillery fire at ZNPP
Frozen Russian assets worth $300B: Ukraine’s reconstruction costs much higher
Moscow no longer hiding military cooperation with N. Korea at USNC - Kuleba
Kremlin tying West to terrorist attacks to generate domestic support for war in Ukraine – ISW
British company developing EW-resistant drones for Ukrainian Armed Forces
ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი პირის ძებნა-შველის ოპერაცია მიმდინარეობს

ნიკა შენგელია: „უნდა გამოცხადდეს ფართომასშტაბიანი ფინანსური ამინისიტია“

03.29.2021 | 00:14 ნახვები: 641

ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს, როგორც დოლართან, ისე ევროსთან მიმართებაში. შესაბამისად, ქვეყანაში უმუშევრობის დონეც იზრდება. „საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის" ვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელია CNews-სთან საუბრისას ამბობს, რომ ლარის კურსის სტაბილურობისა და ეკონომიკური ბალანსის მისაღწევად სახელმწიფომ დროული და ეფექტური ნაბიჯები უნდა გადადგას.

- ბატონო ნიკა, ლარის გაუფასურებას რა განაპირობებს?

- ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ განვაცხადეთ, რომ ლარის გაუფასურება მარტის ბოლოდან შესამჩნევი იქნებოდა. პოლიტიკური ფაქტორის გარდა, ცნობილია, საქართველოს მთავრობას პირველ აპრილს ეწურება, რომ 2008 წელს აღებული გერმანული ფონდების დავალიანება დაფაროს. ეს დავალიანება 2011-12 წლებში რეფინანსირდა და ამ ეტაპზე მისი დაფარვა აუცილებელია. სწორედ ამის გამო გაიზარდა დოლარაზე მოთხოვნა. ვფიქრობთ, რომ დაახლოებით, აპრილიდან ლარი შესამჩნევად აღარ გაუფასურდება, მაგრამ ვერც იმას ვიტყვით, რომ კურსი 3.25-იან ნიშნულს დაუბრუნდება. სავარაუდოდ, კურსი 3.30-ის ფარგლებში კონცენტრირება.

- ამ ფონზე რამდენად ეფექტურია საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკა?

- ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქცია ფასების სტაბილურობის შენარჩუნება და ინფლაციის დაბალანსებაა, მაგრამ ამ ფუნქციას ვერ ასრულებს. სებ-ს შეიძლება, 950 მილიონის გაყიდვა მოუწიოს სავალუტო აუქციონზე და ამ ნაბიჯის გადადგმა აუცილებელია, რადგან ვალუტის გაუფასურება პირდაპირ კავშირშია პროდუქტების და მოსმახურების ფასების ზრდასთან. შესაბამისად, ეს პროცესი მოსახლეობას სავალალო მდგომარეობაში ჩააყენებს. ეროვნული ბანკი საკუთარ ფუნქციებს ვერ ასრულებს, იქიდან გამომდინარე, რომ სახეზეა ინფლაცია და ფასების მუდმივი ზრდა.

- როგორ აისახება, გაცემული სესხების გაზრდილი რაოდენობა ეკონომიკაზე გრძელვადიან პერსპექტივაში?

- ეკონომიკისთვის კარგია, რაც უფრო დიდი რაოდენობის სესხი გაიცემა, მაგრამ მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ 2021 წლისათვის საგრძნობლად გაიზრდება გაკოტრებული და იმ კომპანიების რაოდენობაც, რომლებიც სესხის მომსახურებას ვეღარ შეძლებენ.

საპროცენტო განაკვეთი ძალიან მაღალია და მოხმარება, პირიქით, დაბალი, რადგან ფაქტობრივად, აღარაფერი იყიდება. ეს პროცესი ფასების მიმდინარე ზრდითაა განპირობებული, საბოლოოდ, ყველაფერი საბანკო სექტორზე აისახება.

- რამდენად მნიშვნელოვანია სუბსიდირების პროგრამები ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობის სტაბილურობის კუთხით?

- ეკონომიკური კრიზისის და ბიზნესის ხელოვნურად შეზღუდვის დროს სუბსიდირება აუცილებელია. როდესაც მოხმარება შემცირებულია და მოსახლეობაში ფული არ არის, სახელმწიფომ უნდა იფიქროს, რომ მოსახლეობას ფული გაუჩნდეს, ამის განხორციელება მსყიდველობისუნარიანი მოქალაქის არსებობით გახდება შესაძლებელი. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება სუბსიდირების თუ სესხების სახით, მთავარია, მოსახლეობაში ფული შევიდეს.

- სახელმწიფომ ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლისათვის რა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას?

- ეკონომიკის აღორძინებისა და კრიზისიდან გამოსვლისათვის მთავრობის მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია. ეროვნულმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი უნდა შეამციროს, ასევე, აუცილებელია ფართომასშტაბიანი ფინანსური ამინისიტია იმ კომპანიების მიმართ, რომელთაც სახელმწიფო ბიუჯეტის დავალიანება აქვთ. ამჟამინდელი მიდგომით, ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან დიდი ხანი ვერ გამოვა, ამიტომ მნიშვნელოვანია ქმედითი ნაბიჯები დროულად გადაიგას.

ნიკა არქანია, CNews

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა