Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს უშიშროების საბჭოს - არ დარჩენილა დანაშაული, რომელიც რუსებმა ბუჩაში ​არ ჩაიდინეს

ნახვები: 371 ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს უშიშროების საბჭოს - არ დარჩენილა დანაშაული, რომელიც რუსებმა ბუჩაში ​არ ჩაიდინეს

არ დარჩენილა დანაშაული, რომელიც რუსებმა ბუჩაში ​არ ჩაიდინეს, – უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ქალაქ ბუჩაში მომხდარის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.

ზელენსკი გაერო-ს სხდომას ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩაერთო.

„გუშინ დავბრუნდი კიევთან მდებარე ბუჩადან, რომელიც ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს რუსეთის შეიარაღებული ძალებისგან. არ დარჩენილა დანაშაული, რომელიც იქ მათ არ ჩაიდინეს. რუსული შეიარაღებული ძალები ეძებდნენ და გამიზნულად კლავდნენ ნებისმიერს, ვინც ჩვენს ქვეყანას ემსახურებოდა. მათ მოკლეს ქალები საცხოვრებელ სახლებთან, როდესაც ისინი გადარჩენილებს ეძებდნენ. მათ დახოცეს ოჯახები, ზრდასრულები და ბავშვები, შემდეგ კი ცხედრების დაწვას ცდილობდნენ. მოგმართავთ იმ ხალხის სახელით, რომლებიც პატივს მიაგებენ გარდაცვლილებს, იმ მშვიდობიანი მოქალაქეების სახელით, ვინც დაიღუპა, წამების შემდეგ კეფაში ესროლეს, ზოგიერთი მათგანი ქუჩაში ჩაცხრილეს, ზოგი ჭაში ჩააგდეს, ისინი წამებით დაიღუპნენ. ისინი მოკლეს სახლებში, ყუმბარების აფეთქებისას, მშვიდობიან მოქალაქეებს თავიანთი სიამოვნებისთვის, ტანკებით გადაუარეს, როდესაც ისინი მანქანით გადაადგილდებოდნენ. მათ მოკვეთეს კიდურები, გამოჭრეს ყელი, ქალები გააუპატიურეს და მოკლეს მათი შვილების თვალწინ. ეს არ განსხვავდება სხვა ტერორისტებისგან, როგორიცაა დაეში, რომელმაც გარკვეული ტერიტორია დაიკავა. აქ კი ამას ახორციელებს გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსები დაადანაშაულებენ ყველას, რათა გაამართლონ თავიანთი ქმედებები.

„ისინი იტყვიან, რომ არსებობს სხვადასხვა ვერსიები, შეუძლებელია დადგინდეს, რომელია ამ ვერსიებიდან სიმართლე. ისინი იმასაც იტყვიან, რომ ცხედრები სავარაუდოდ გადაყარეს და ვიდეოები დადგმულია, თუმცა ახლა 2022 წელია. ჩვენ გვაქვს დამაჯერებელი მტკიცებულებები, არსებობს სატელიტური ფოტოები, რომლებიც მომხდარს ასახავს, ჩვენ შეგვიძლია ჩავატაროთ სრული და გამჭვირვალე გამოძიება“, – აღნიშნავს პრეზიდენტი.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა უშიშროების საბჭოს წევრებს, ტრიბუნალის წინაშე წარდგნენ და სამხედრო დამნაშავეებად გასამართლდნენ რუსული შეიარაღებული ძალების ის წევრები, რომლებმაც გასცეს განკარგულება და შეასრულეს ბრძანება უკრაინაში თავდასხმების განსახორციელებლად ისე, როგორც ეს ნიურნბერგის პროცესის დროს მოხდა, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ.

„მაქსიმალური წვდომა ჟურნალისტებისთვის, მაქსიმალური თანამშრომლობა საერთაშორისო ინსტიტუტებთან, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ჩართულობა, სრული პასუხისმგებლობა. დარწმუნებული ვარ, გაერო-ს თითოეული წევრი დაინტერესებული უნდა იყოს ამით. რისთვის? რათა ერთხელ და სამუდამოდ დაისაჯონ ისინი, ვინც პრივილეგირებულად მიიჩნევს თავს და მიაჩნიათ, რომ ყველაფერი გაუვათ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე მოუწოდა გაერო-ს უშიშროების საბჭოს, უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის.

„სად არის უსაფრთხოება, რომლის გარანტიაც უშიშროების საბჭომ უნდა უზრუნველყოს, სად არის მშვიდობა? სად არის ის გარანტიები, რომელიც გაერო-მ უნდა უზრუნველყოს?“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა