ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას
ივანე ჩხაიძე: გრიპის საწინააღმდეგო აცრისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდეა – ვის უნდა გადაუვადდეს ვაქცინაცია
დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც

კიევისა და ჩერნიგოვის რეგიონები რუსმა სამხედროებმა სრულად დატოვეს

ნახვები: 365 კიევისა და ჩერნიგოვის რეგიონები რუსმა სამხედროებმა სრულად დატოვეს

პენტაგონის სპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, რუსმა ჯარისკაცებმა მთლიანად დატოვეს კიევისა და ჩერნიგოვის რეგიონები.

„ჩვენ აღარ შეგვიმჩნევია რუსი სამხედროები კიევში, ჩერნიგოვში ან სხვა ახლომდებარე [ქალაქებში]", - აცხადებს კირბი.

უკრაინაში რუსეთი 24 თებერვალს შეიჭრა და ერთდროულად 3 მხრიდან შეუტია ქვეყანას. რამდენიმე დღის წინ კი მოსკოვმა განაცხადა, რომ ძალების ქვეყნის აღმოსავლეთით კონცენტრირებას აპირებს. იქ, სადაც თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები მდებარეობს.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროები უკრაინის აღმოსავლეთით, დონბასის რეგიონზე შეტევისთვის ემზადებიან.

AP პენტაგონში წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთს უკრაინიდან მინიმუმ 24 000 ჯარისკაცი გაიყვანა. იმავდროულად გაგზავნილი 130 ბატალიონიდან ქვეყანაში 80-ზე მეტია დარჩენილი.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა