კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მხარს ვუჭერთ საქართველოს, რომელთანაც ახლო მეგობრობა გვაქვს-კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი

ნახვები: 356 მხარს ვუჭერთ საქართველოს, რომელთანაც ახლო მეგობრობა გვაქვს-კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, გვაქვს ახლო მეგობრობა. ჩვენ ყოველთვის ვემხრობოდით ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას, - ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, კანადამ უნდა შეასრულოს თავისი როლი და გააქტიურდეს ნატო-ს სხვა წევრებთან ერთად.

„ვიცით, რომ საქართველო ახლა დიდი ზეწოლის ქვეშაა და ავლენს მოწყვლადობას. სწორედ ამიტომ აღვნიშნე, რომ ჩვენი პარტნიორების გვერდით უნდა ვიყოთ. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება, შესაძლებელია, სხვა ქვეყანაშიც მოხდეს. შესაბამისად, კანადამ უნდა შეასრულოს თავისი როლი და გააქტიურდეს ნატო-ს სხვა წევრებთან ერთად", - განაცხადა მელანი ჯოლიმ.

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთზე ზეწოლას გააგრძელებენ.

„კანადა დიდი შვიდეულის შეხვედრის მონაწილე იქნება. დღევანდელი შეხვედრის მიზანი დიდი შვიდეულის ლიდერებთან იმის უზრუნველყოფაა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლას რუსეთზე. დიდი შვიდეული გახდა კოორდინაციის ჯგუფი, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ ძლიერ სანქციებზე, რომელსაც რუსეთს ვუწესებთ, არამედ გვინდა, დარწმუნებული ვიყოთ, რომ არ არსებობს ხვრელები, რომ დასავლეთთან ერთად კოორდინაციაში ვართ. თითოეულ იურისდიქციას შეუძლია, დააწესოს ძლიერი სანქციები ხალხზე, კერძოდ, ვლადიმერ პუტინსა და მის ოლიგარქებზე. ასევე, მნიშვნელოვან კომპანიებზე, რომლებიც პუტინის ომის მანქანისთვის საწვავს წარმოადგენენ. გვსურს, დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ ერთიანი ვართ და უზრუნველვყოფთ მცირე თუ დიდ დახმარებას. სწორედ ამიტომ ყველაფრის კოორდინაციას ვახორციელებთ დიდი შვიდეულის შიგნით. ჩემი მხრიდან, ველოდები ნატო-ს ამ მნიშვნელოვან შეხვედრას. ეს არის შეხვედრების სერია. ამ შეხვედრების საშუალებით, ჩვენ მხარს დავუჭერთ ჩვენს პარტნიორებს. ვიცით, რომ 24 თებერვლიდან რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მსოფლიო უფრო სახიფათო გახდა. სწორედ ამიტომ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ჩვენს პარტნიორებს ნატო-ს მხრიდან კარგი მხარდაჭერა აქვთ. ველი დმიტრო კულებასთან შეხვედრას", - განაცხადა მელანი ჯოლიმ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა