კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვინმემ ჩემი გამონათქვამი ბუჩის დანაშაულს თუ დაუკავშირა, ბოდიშს ვუხდი-ოხანაშვილი

ნახვები: 632 ვინმემ ჩემი გამონათქვამი ბუჩის დანაშაულს თუ დაუკავშირა, ბოდიშს ვუხდი-ოხანაშვილი

ვინმემ ჩემი გამონათქვამი თუ ბუჩის დანაშაულს დაუკავშირა, ბოდიში მინდა მოვიხადო, მაგრამ ბოდიშს ვერ მოვიხდი „ნაცმოძრაობის" აქტივისტების წინაშე, რომლებიც ჩემს სიტყვებს მიზანმიმართულად უკავშირებენ ბუჩაში მომხდარ დანაშაულს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ოხანაშვილი აღნიშნავს, „ნაციონალურმა მოძრაობამ" როგორ სპეკულაციებსაც არ უნდა მიმართონ, ისინი ვერაფრით გადაფარავენ საკუთარ დანაშაულებს საქართველოში.

„გუშინ „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შევახსენე მათ მიერ ჩვენს ქვეყანაში ჩადენილი დანაშაულები, რომლებიც ადამიანების მკვლელობასა და ამ მკვლელობების უმძიმესი ფორმებით მიჩქმალვას უკავშირდებოდა. სამწუხაროდ, ჩემი ეს გამონათქვამი დაუკავშირეს ბუჩაში მომხდარ შემზარავ დანაშაულს, რომელიც რუსული სამხედრო აგრესიის უმძიმესი შედეგია და შეუძლებელია, უკრაინის პასუხისმგებლობად განიხილოს ვინმემ.

თუკი ვინმემ ჩემი გამონათქვამი არასწორად აღიქვა და ბუჩის დანაშაულს ობიექტური აღქმით დაუკავშირა, გულწრფელად ვწუხვარ და მათ წინაშე ბოდიში მინდა მოვიხადო.

თუმცა, ბოდიშს ვერ მოვიხდი „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების წინაშე, რომლებიც ჩემს სიტყვებს სრულიად მიზანმიმართულად უკავშირებენ ბუჩაში მომხდარ დანაშაულს და ამას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებენ.

როგორ სპეკულაციებსაც არ უნდა მიმართონ, ისინი ვერაფრით გადაფარავენ საკუთარ დანაშაულებს საქართველოში, რომლებიც მათ შორის ადამიანების წამებაში, მკვლელობაში, ყაჩაღობასა და უამრავ სხვა უმძიმეს ქმედებაში გამოიხატა.

რა თქმა უნდა, რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინაში და იქ დამდგარ შედეგებზე სწორედ ის არის პასუხისმგებელი", - წერს ანრი ოხანაშვილი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა