მიხეილ ყაველაშვილი - ვთავაზობ ყველა მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და იმავე განცხადებით დაადასტუროს სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შეწყალების თაობაზე
რუსთავში მანქანა აფთიაქში შევარდა
ზელენსკი ტრამპს ესაუბრა
წარმატება გზაშია - მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
Frontline update: 148 clashes in past day, nearly third in Pokrovsk sector
Sybiha on Russian massive attack after Putin spoke with Trump: Kremlin does it on purpose

ევროპარლამენტარი საქართველოს კრიზისზე: „რუსეთი ფარულადაა ჩართული“

07.04.2021 ნახვები: 424

„7 ევროპარლამენტარის განცხადებას ყველა უერთდება, მათ შორის, ევროპული საბჭოც და ეს ხუმრობა არაა", - ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს ამ განცხადებას „მთავარი" ავრცელებს.

მისივე თქმით, რუსეთი მიმდინარე პროცესებში ფარულადაა ჩართული.

„საქართველოს ყველა მეგობარს ევროპარლამენტში, ბოლო პერიოდში, აქვს დიდი იმედგაცურება, ყველა ჩვენგანი მხარს ვუჭერთ 7 ევროპარლამენტარის განცხადებს საქართველოზე. მინდა, მივმართო პოლიტიკურ ლიდერებს მმართველი პარტიიდან, რომლებიც აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ შვიდი ევროპარლამენტარის განცხადებაა და არ არის ევროკავშირის პოზიცია, არა, ეს ასე არაა, ყველა ჩვენგანი ვუერთდებით ამ განაცხადს, მათ შორის, ევროპული საბჭოც, ასევე, განცხადებას ევროკავშირიდან დაფინანსების გადახედვაზე, ეს სერიოზული განაცხადია და არ არის ხუმრობა.

მეტი მეტისთვის - საქართველო ამის მაგალითი იყო, მაგრამ ახლა ვწუხვარ, რომ საქართველოში ვითარება არის ნაკლები-ნაკლებისთვის. რუსეთი ოკუპანტია და შეჭრილია საქართველოში, მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი მიმდინარე პროცესებში ფარულადაა ჩართული, უნდა ითქვას, რომ მოკლევადიან პერიოდში ახლა გამარჯვებულიცაა", - თქვა რასა იუკნევიჩიანემ.

შეგახსენებთ:

* ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში პირად წარმომადგენელად კრისტიან დანიელსონი დანიშნა.

* დანიელსონს მანდატი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეფ ბორელთან შეთანმებით მიენიჭა.

* პრეზიდენტი მიშელი და უმაღლესი წარმომადგენელი ბორელი საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს მოუწოდებენ, სრულად ჩაერთონ კონსტრუქციული სულისკვეთების დიალოგში.

* კრისტიან დანიელსონი კარგად იცნობს საქართველოს - 2015 წლიდან იგი ევროკავშირის სამეზობლო საკითხებისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საქმეთა გენერალური დირექტორი.

* საქართველოში პოლიტიკური კრიზისი 2020 წლის 31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, როდესაც ოპოზიციამ არჩევნების შედეგები გაყალბებულად გამოაცხადა.

* ვითარების განმუხტვის მიზნით, ევროკავშირისა და აშშ-შის ელეჩების შუამვლობით დაიწყო პროცესის ფასილიოტაცია. მხარეებს შორის მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი გაიმართა.

* ოპოზიციამ რამდენიმე პირობა წამოაყენა, მათ შორის, ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო რეფორმა და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებები. გამოითქვა მოსაზრება პლებისციტის ჩატარების შესახებაც.

* 1-ელ მარტს, საქართველოში ვიზიტად მყოფმა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ფასილიტაციიდან მედიაციის პროცესზე გადასვლის აუცილებლობის შესახებ განაცხადა, რის შემდეგაც ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლეთა შეხვედრა გაიმართა მისი მონაწილეობით.

* შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ შედგენილია 6-პუნქტიანი გეგმა, რომლის გარშემოც მხარეებმა უნდა მიაღწიონ შეთანხმებას.

* 12 მარტს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ჩამოვიდა.

* 13 მარტს, კრისტიან დანიელსონი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს და წარმომადგენლებს შეხვდა.

*15 მარტის მონაცემებით, ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებები ისევ გრძელდება.

* 15 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც ასოცირების საბჭოს სხდომა 16 მარტს გაიმართა.

* „განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია მმართველ პარტიას, რომ სამომავლოდ შეთანხმება მიაღწიოს პოლიტიკურ სპექტრში," - განაცხადა 16 მარტს, საჭოს სხდომის შემდეგ უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა.

* 17-18 მარტს, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებსი მოლაპარაკებები ისევ გაგრძელდა.

* 18 მატის შეხვედრა უშედეგოდ დამთავრდა - მოლაპარაკება ვერ შედგა.

* 19 მარტს, კრისტიან დანიელსონმა საქართველო დატოვა.

* 22 მარტს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში ბრუნდება, რაც თავად მიშელმაც დაადასტურა.

* 23 მარტს, აშშ-ის სენატში, საგარეო კომიტეტის სხდომაზე, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე დებატები გაიმართა.

* 23 მარტს, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწე დევიდ კრამერმა და აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ გერმანიის მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ სემინარზე საქართველოზე ანგარიში წარადგინეს.

* 27 მარტს, ოპოზიციური სპექტრის ნაწილმა, საერთო განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მოლაპარაკებების იმ ნაწილში, რომელიც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია მათთვის, კონსენსუსის მიღწევის შემთხვევაში, პარლამენტში შევა.

* 27 მარტს, კრისტიან დენიელსონი საქართველოში დაბრუნდა.

* 28 მარტს, დანიელსონი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

* 29 მარტს, ევროპელმა დიპლომატმა შეხვედრები პრემიერთან, პრეზიდენტთან, მმართველი პარტიისა და ენმ-ს წარმომადგენლებთან ცალ-ცალკე გამართა.

* 30 მარტს, ევროპული კავშირის პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებები წარუმატებლად დამთავრდა - დოკუმენტს, რომელიც ევროპელებმა შესთავაზეს, ხელი არც ხელისუფლებამ მოაწერა დ აარც - ოპოზიციამ.

* 31 მარტს, დანიელსონმა საქართველო დატოვა.

* 1-ელ აპრლს, ევროპარლამენტის საიტზე ევროპარლამენტარების განცხადება გამოქვეყნდა, რომელშიც პირდაპირ იყო მინიშნებული, რომ თუ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი არ მოგვარდება, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა საფრთხის ქვეშ დადგება. ამასთან, განცხადებაში მინიშნებულია, რომ შესაძლოა, ევროკავშირის მხრიდან შეწყდეს ფინანსური დახმარება, როგორც მაკროეკონომიკურ, ასევე, საბიუჯეტო ნაწილშიც.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა