ბაჩიაშვილის ცემის საქმე: როცა ხელისუფლება საკუთარ დანაშაულს თვითონ „იძიებს“
“ძლიერი საქართველო - ლელოს“ ცენტრალურ შტაბში მერობის საერთო კანდიდატმა სამუშაო შეხვედრა გამართა
დონალდ ტრამპი - შეუძლებელი თუ არა, ძალიან რთულია ომის მოგება დამპყრობელ ქვეყანაზე დარტყმების გარეშე
ნინო დათაშვილი - ყველა არგუმენტი არის უსაფუძვლო, ბევრი რამ არის არალოგიკური - ჩემთვის არ არის ადვილი ამ მანდატურების ყურება, რომლებმაც ჩემზე იძალადეს
გიორგი ბაჩიაშვილის საკანში დაპირისპირების საქმესთან დაკავშირებით, N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელმა და პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ თანამდებობები დატოვეს
თაზო დათუნაშვილი მოსამართლემ 4000 ლარით დააჯარიმა
შენ არასდროს ივლი მარტო - გიორგი მამარდაშვილი x თიბისი
„გურმან აკადემია“ - სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

ბაჩიაშვილის ცემის საქმე: როცა ხელისუფლება საკუთარ დანაშაულს თვითონ „იძიებს“

21.08.2025 ნახვები: 380

გიორგი ბაჩიაშვილის საკანში მომხდარ დაპირისპირებაზე პენიტენციური სამსახურის განცხადებამ მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხი გასცა. ოფიციალური ვერსია შიგნიდანვე ინგრევა და პოლიტიკურ სქემას უფრო ჰგავს, ვიდრე რეალურ გამოძიებას თუ მოკვლევას.
გიორგი ბაჩიაშვილისა და კ. მეტრეველის დაპირისპირების საქმეზე პენიტენციური სამსახურის განცხადების ტექსტი იმდენად წინააღმდეგობრივია, რომ ის გამოძიების დასკვნას კი არ ჰგავს, არამედ პოლიტიკური პასუხისმგებლობის გადატანას.
 
დავსვათ რამდენიმე კითხვა, რომელიც თვალნათლივ დაგვანახებს განცხდების აბსურდულობას.
როდის დაიწყო „გარიგება“?
 
ოფიციალური ვერსიის მიხედვით, ბაჩიაშვილი თითქოს გარიგებაში შევიდა ციხის ხელმძღვანელთან.
როდის და როგორ?
-როცა თანაინვესტირების ფონდს ხელმძღვანელობდა?
- როცა ქვეყნიდან გაქცევას გეგმავდა და თურმე ისიც წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, რომ მწვანე ზონაში დაბრუნდებოდა და ჩვენი მამაცი მესაზღვრეები და სუს-ელებმა დააკავებდნენ?
- თუ ციხეში, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან დირექტორთან შეხვედრები კამერებით ფიქსირდება?
 
რადგან ამ ვარაუდიდად რეალობას არც ერთი არ შეესაბამება, ჩნდება კითხვა: ვის სჭირდებოდა მსგავსი ვერსიის შეთხზვა?
 
გარიგება თუ იძულება?
 
ანუ, ოფიციალური ვერსიით გარიგების შედეგად ბაჩიაშვილს საკანში „გავლენის ქვეშ მყოფი პატიმარი“ შეუშვეს, თუმცა „პატიმარმა“ ვერ მოზომა, რამდენი და როგორ უნდა მოექნია და „ოპერაციის დამგეგმავი“ ბაჩიაშვილი აღმოჩნდა მძიმედ ნაცემი.
თუ გარიგება არსებობდა, სად იყო უსაფრთხოების გარანტია? იმ ფაქტების მიხედვით რაც საზოგადოებისთვისთვის ცნობილია, ბაჩიაშვილი რეალურად გაწირული იყო.
შესაბამისად, ყველაზე ლოგიკური ახსნა არის არა გარიგება, არამედ იძულება - ძალადობით ზეწოლა, რათა ბაჩიაშვილსგან ინფორმაცია გამოეტანათ.
 
რა ინფორმაცია იყო მიზანში?
 
არსებობს მყარი ეჭვი, რომ ბაჩიაშვილზე ზეწოლის რეალური მიზანი იყო ბიტკოინები და კრიპტოაქტივები.
ეს უკვე ჩვეულებრივი ციხის ინციდენტი კი არა, პოლიტიკურ-ფინანსური ოპერაციაა. პატიმრის ძალადობრივი შესახლება ბაჩიაშვილის წინააღმდეგ შეიძლება იმ მიზნით მომხდარიყო, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის საჭირო ინფორმაცია მიეღოთ.
 
გამოდის, რომ ციხის უფროსი ბაჩიაშვილს კი არ გაურიგდა არამედ, ის აიძულეს ასე მოქცეულიყო ბიძინა ივანიოშვილის საამებლად.
 
შუამავალი გარეთ – დაკარგული კვალი
 
თუ მაინც ოფიციალურ ვერსიას გავყვებით, რადგან ციხის კედლებში ასეთი შეთანხმება შეუძლებელი იყო. ეს ნიშნავს, რომ გარიგება - თუ ასეთი იყო - გარეთ დაიგეგმა.
 
ვინ იყო შუამავალი? გამოძიებისთვის ამის დადგენა უმარტივესი უნდა ყოფილიყო, მაგრამ პასუხი დღემდე არ არსებობს.
ეს ფაქტი პირდაპირ მიგვითითებს, რომ „შუამავლის კვალი“, რომელიც რეალურად ბრძანების გამცემია ხელისუფლებისკენ მიდის.
 
ციხის უფროსის „ნებაყოფლობითი“ წასვლა ფრიად საეჭვოა და აი რატომ:
N8 დაწესებულების უფროსის წასვლა ოფიციალურად „ობიექტური გამოძიების ხელშეწყობად“ არის შეფუთული. სინამდვილეში კი ის უფრო იძულებით დუმილის გარიგებას ჰგავს.
 
ეს დუმილი შეიძლება იყოს: სარგებლის სანაცვლოდ მიღწეული შეთანხმება, ან კომპრომატით გამოწვეული წნეხი.
ორივე შემთხვევაში, ხელისუფლებამ ციხის უფროსი მსხვერპლად შესწირა, რათა ზედა დონეზე პასუხისმგებლობა თავიდან აირიდოს.
 
ბაჩიაშვილის საკანში მომხდარ ფაქტში ხელისუფლების კვალი აშკარაა, რადგან ფაქტებიდან აშკარად ჩანს:
-ციხის ხელმძღვანელობა მხოლოდ ინსტრუმენტია;
-ბაჩიაშვილზე თავდასხმა მიზანმიმართული და შეკვეთილია;
-მიზანი - ბიტკოინებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოძალვა;
- საბოლოოდ კი ხელისუფლება ცდილობს თავისი კვალი გადაფაროს, ციხის ადმინისტრაციის მსხვერპლად შეწირვით.
 
ახლა რასაც ვხედავთ არის შემდეგი: ხელისუფლება, როგორც ბაჩიაშვილის ცემის და მასზე ძალადობის განხირციელების დამკვეთი, თავად იძიებს/იკვლევს საკუთარ ქმედებას.
 
ალბათ უპრიანია, რომ ეს ფაქტი გახდეს საერთაშორისო გამოძიების ქვემდებარე. სხვაგვარად ჩვენ ობიექტურ შედეგს ვერასოდეს ვნახავთ - ამ ხელისუფლების პირობებში.
 
დიახ, ბაჩიაშვილის საქმე საჭიროებს საერთაშორისო გამოძიებას - იმ ინსტიტუტების ჩართულობით, რომელთაც ხელისუფლების ზეწოლა ვერ გააჩუმებს.
ეს არის ერთადერთი გარანტია, რომ სიმართლე არ დაიკარგოს „დუმილის გარიგებებსა“ და პოლიტიკურ კულუარებში.
 
გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა