კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მკაცრად ვგმობ რუსეთის მიერ კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე თავდასხმას-ჯოზეფ ბორელი

ნახვები: 371 მკაცრად ვგმობ რუსეთის მიერ კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე თავდასხმას-ჯოზეფ ბორელი

დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას გმობს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი. ის განცხადებას სოციალურ ქსელ „ტვიტერში" აქვეყნებს.

„მკაცრად ვგმობ დღეს დილით რუსეთის მიერ კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე განხორციელებულ განურჩეველ თავდასხმას, რის შედეგადაც მოკლულია ათობით ადამიანი და კიდევ უფრო მეტი დაშავებულია. ეს არის მორიგი მცდელობა, გაქცევის გზები გადაუკეტონ მათ, ვინც გაურბის გაუმართლებელ ომს და ადამიანების ტანჯვა გამოიწვიონ", - წერს ბორელი.

ჟოზეფ ბორელი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან დღეს კიევში ჩავა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა