კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ომის დაწყებიდან ჩერნიგოვში 700-მდე სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

ნახვები: 415 ომის დაწყებიდან ჩერნიგოვში 700-მდე სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

უკრაინაში ომის დაწყებიდან ჩერნიგოვში ჯამში 700-მდე სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ ქალაქის მერმა, ვლადისლავ ატროშენკომ დღეს პრეს კონფერენციაზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, 40 ადამიანზე ძებნაა გამოცხადებული, 70 ადამიანის ცხედრის იდენტიფიცირება კი ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ჩერნიგოვს რუსული საჰაერო ძალები პირველად 25 თებერვალს დაესხნენ თავს, მას შემდეგ კი რეგიონზე თავდასხმა თითქმის ყოველდღიურად ხდებოდა.

ატროშენკოს თქმით, ჩერნიგოვში 286 000-მდე ადამიანი ცხოვრობდა, ევაკუაციის შემდეგ კი ქალაქში 80 - 95 ათასი ადამიანი რჩება.

რეგიონის ადმინისტრაცია ქალაქში დაბრუნებისკენ მხოლოდ იმ ადამიანებს მოუწოდებს, ვინც აუცილებელი ინფრასტრუქტურის აღდგენაში მიიღებენ მონაწილეობას.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩერნიგოვი 6 აპრილს გაათავისუფლეს.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა