ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ოპოზიცია ჩავიდეთ ბუჩაში-გიორგი ვაშაძე

ნახვები: 342 ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ოპოზიცია ჩავიდეთ ბუჩაში-გიორგი ვაშაძე

ოპოზიცია აქტიური ვართ პროცესში, კოლეგებსაც დაველაპარაკები და ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენ ჩავიდეთ ბუჩაში, საქართველოს სათქმელი სიტყვა ჩვენ ვთქვათ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის"ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძეს ჟურნალისტებმა კომენტარი სთხოვეს უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის მიერ ბუჩაში მიწვევაზე შალვა პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით იმის შესახებ, რომ „საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნის, დიპლომატიური დემარშების, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულების განუმარტებლობის ფონზე, უკრაინაში ოფიციალური მიწვევა არასათანადოდ ჩანს".

„ძალიან ვწუხვარ. როდესაც წავიკითხე ეს ინფორმაცია, სირცხვილისგან სად წავსულიყავი, არ ვიცოდი. მრცხვენია მართლა, რომ ის წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებას. ვფიქრობ, რომ ჩვენ ოპოზიცია აქტიური ვართ ამ პროცესში, კოლეგებსაც დაველაპარაკები და ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენ ჩავიდეთ ბუჩაში და აუცილებლად ქართული სიტყვა, საქართველოს სათქმელი სიტყვა ჩვენ ვთქვათ, რასაც არ აკეთებს ხელისუფლება. მთავარი არის ის, რომ სწორედ ეს მიუთითებს მათ რეალურ სახეზე", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა