თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ

მზად ვართ, ვიბრძოლოთ და ამავდროულად, ომის შესაჩერებლად დიპლომატიური გზები ვეძებოთ-ზელენსკი

ნახვები: 386 მზად ვართ, ვიბრძოლოთ და ამავდროულად, ომის შესაჩერებლად დიპლომატიური გზები ვეძებოთ-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყნის აღმოსავლეთში, სადაც რუსი ოკუპანტები ჯარების თავმოყრას ახდენენ, მოვლენების განვითარებაზე პროგნოზს ვერ გააკეთებს, მაგრამ მას უკრაინის გამარჯვების სჯერა.

ამის შესახებ უკრაინელმა ლიდერმა ავსტრიის კანცლერ კარლ ნეჰამერთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში ჩვენ ვხედავთ მზადებას მნიშვნელოვანი ბრძოლისთვის. პროგნოზებზე პასუხისმგებლობის აღება არ მინდა. მე შემიძლია ავიღო პასუხისმგებლობა ჩვენი სახელმწიფოს დაცვაზე და ბრძოლაზე, რომელსაც ჩვენ მუდმივად ვავლენთ. ამიტომ, მინდა ვთქვა: დიახ, პარალელურად აღმოსავლეთსა და სამხრეთში არის ჯარების, ტექნიკის, შეიარაღებული ადამიანების დაგროვება, რომლებიც ჩვენი ტერიტორიების კიდევ ერთი ნაწილის დაკავებას აპირებენ. ბრძოლა რთული იქნება, ჩვენ გვჯერა ჩვენი ბრძოლისა და გამარჯვების. ჩვენ მზად ვართ, ვიბრძოლოთ და ამავდროულად, გარკვეული დიპლომატიური გზები ვეძიოთ, რომლებიც ამ ომს შეაჩერებს", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ქალაქ მარიუპოლს 10 ათასი ოკუპანტი ებრძვის და თუ ქალაქის შენარჩუნება მოხდება, რუსული დანაყოფები ქვეყნის აღმოსავლეთით ვერ წავლენ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა