ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

მადლობა ღმერთს, მე მიცხოვრია სსრკ-ის პერიოდში-ბიბილოვი სსრკ-ის აღდგენას მხარს დაუჭერდა

ნახვები: 383 მადლობა ღმერთს, მე მიცხოვრია სსრკ-ის პერიოდში-ბიბილოვი სსრკ-ის აღდგენას მხარს დაუჭერდა

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა რუსულ სამთავრობო მედიასთან, ТАСС-თან ინტერვიუში თქვა, რომ მხარს დაუჭერდა საბჭოთა კავშირის აღდგენას.

"ეჭვგარეშეა, რომ მხარს დავუჭერდი. მადლობა ღმერთს, მე მიცხოვრია სსრკ-ის პერიოდში. მინახავს ადამიანების ურთიერთდამოკიდებულებები, ეროვნებას დიდად არ ვასხვავდებით. ვცხოვრობდით, როგორც ერთი დიდი ოჯახი". - თქვა ბიბილოვმა.

საოკუპაციო რეჟიმის ლიდერის თქმით, "1930-იან წლებში მნიშვნელოვანი გადამეტებები იყო, თუმცა, საბჭოთა კავშირი, როგორც სახელმწიფო, იყო დიდებული და თამაშობდა არსებით როლს არა მხოლოდ მისი მოქალაქეებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის".

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 10 აპრილს დე ფაქტო აპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს.

ბიბილოვი მოქმედი ე.წ პრეზიდენტი და კანდიდატია.

ამასთან, ე.წ არჩევნებთან ერთად 2 ე.წ რეფერენდუმიც უნდა ჩატარდეს. ერთი რუსეთის შემადგენლობაში შესვლას შეეხება, მეორე კი - ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანებას.

მისი განცხადებით, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან გაერთიანება "რესპუბლიკის" სტრატეგიული მიზანია. გარდა ამისა, ბიბილოვს მიაჩნია, რომ რომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შემთხვევაში "სამხრეთ ოსეთი" ჩრდილოეთ ოსეთის რეგიონთან უნდა გაერთიანდეს და ამით აღდგეს ოსეთი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა