კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ელჩი - უკრაინაში დაჭრილი ქართველი მებრძოლების რაოდენობა რვამდე გაიზარდა

ნახვები: 610 ელჩი - უკრაინაში დაჭრილი ქართველი მებრძოლების რაოდენობა რვამდე გაიზარდა

უკრაინაში საქართველოს ელჩის, გიორგი ზაქარაშვილის ინფორმაციით, უკრაინაში დაჭრილი ქართველი მებრძოლების რაოდენობა რვამდე გაიზარდა. ამის შესახებ ზაქარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. მისივე თქმით, დაშავებულებს კლინიკაში შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. რაც შეეხება გუშინ, ხარკოვის ოლქში რუსეთის საოკუპაციო ძალებთან შეტაკებებისას მოკლულ ორ ქართველ მებრძოლს, საელჩოს ცნობით, ცხედრები ამ დროისათვის ისეთ ტერიტორიაზეა, საიდანაც მათი სამშობლოში გადმოსვენება ჯერ ვერ ხერხდება.

„ზუსტად ვერ გეტყვით, როდის მოხდება უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების სამშობლოში გადმოსვენება. ეს დამოკიდებულია იმაზე, როდის მოხერხდება ცოტა უსაფრთხო ადგილზე გამოყვანა ცხედრების. შესაბამისად იმის მიხედვით დალაგდება დანარჩენი მარშრუტი. ამიტომ ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. რამდენადაც ვიცით, მათი თანამებრძოლები ცდილობენ გამოყვანას, სადაც უკვე ჩაერთვება შესაბამისი სამსახური და წამოიყვანს საქართველოსკენ. ვიდრე არ იქნება გამოყვანილი ცხედრები უსაფრთხო ადგილზე, დროს და მარშრუტს ვერ გეტყვით.

დაჭრილები, რამდენადაც ვიცით, არის საერთო ჯამში რვა. მათგან ერთი შედარებით მძიმედ. დანარჩენი მეტ-ნაკლებად მსუბუქად. საავადმყოფოში იყვნენ ყველა და გაეწიათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება. საუბარია იმაზე, სად მოხდეს მათი გადაყვანა ან დარჩენა. შესაბამისად, ეს პროცესი მიმდინარეობს და ვერაფერს გეტყვით, სად და როგორ განხორციელდება ან მათი გადაყვანა, ან ცხედრების გამოყვანა ისეთ ადგილას, საიდანაც მოხერხდებოდა მათი გადმოსვენების პროცესის დაწყება“,- აღნიშნა გიორგი ზაქარაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა