თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

რუსეთი უკრაინაზე ახალი შეტევისთვის ემზადება-ზელენსკი

ნახვები: 365 რუსეთი უკრაინაზე ახალი შეტევისთვის ემზადება-ზელენსკი

რუსეთი უკრაინაზე ახალი შეტევისთვის ემზადება, შემოჰყავს დამატებითი ჯარები და სამხედრო ტექნიკის კოლოსალური რაოდენობა, - აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთ კორეის პარლამენტისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის ტერიტორიის ზოგიერთ ნაწილში საომარი მოქმედებები გრძელდება.

„ჩვენი ტერიტორიის ზოგიერთ ნაწილში საომარი მოქმედებები კვლავ გრძელდება. რუსეთი კიდევ ერთ ახალ შეტევას ამზადებს იმ იმედით, რომ გატეხს ჩვენს ეროვნულ წინააღმდეგობას. ოკუპანტებმა ათიათასობით ჯარისკაცისა და კოლოსალური რაოდენობის ტექნიკის კონცენტრირება მოახდინეს, რათა ახალი დარტყმები სცადონ", - განაცხადა ზელენსკიმ.

ამავდროულად, მან სამხრეთ კორეელ პოლიტიკოსებს აცნობა, რომ რუსული თავდასხმების შედეგად დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ დადგენილი არ არის, რადგან დაზარალებულ ტერიტორიებზე ნანგრევების გაწმენდა გრძელდება.

ზელენსკიმ მსოფლიოს რუსეთის წინააღმდეგ მეტი სანქციის დაწესებისკენ მოუწოდა, რათა აიძულონ აგრესორი ქვეყანა, შეაჩეროს ომი.

„ჩვენმა ომის საწინააღმდეგო კოალიციამ, რომელიც შეიქმნა რუსეთის ამ სასტიკი შემოჭრის დაწყების შემდეგ, უკვე გამოიყენა მის წინააღმდეგ უპრეცედენტო სანქციები, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. რუსეთი ჯერ არ გრძნობს, რომ უნდა გაჩერდეს. ეს ნიშნავს, რომ მეტის გაკეთებაა საჭირო და არა მხოლოდ სახელმწიფო დონეზე, აუცილებელია მთლიანად გაწყდეს გლობალურ-ფინანსურ სისტემასთან რუსული ბანკების კავშირი. აუცილებელია, შეიზღუდოს რუსული ენერგორესურსების ექსპორტი, პირველ რიგში, ნავთობის, მაგრამ ასევე აუცილებელია, რომ გლობალურმა კომპანიებმა შეწყვიტონ ამ ბარბაროსული სახელმწიფოს სპონსორობა, რომელსაც სჯერა, რომ აქვს უფლება, გაანადგუროს ხალხის ცხოვრება", - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი თავად არ გაჩერდება, ის უნდა აიძულონ, რომ შეწყვიტოს ომი, აიძულონ შეწყვიტოს ხალხის დაცინვა, იძულებული გახადონ, პატივი სცეს მეზობელი ხალხების სიცოცხლის უფლებას, აიძულონ, დატოვოს უკრაინის ტერიტორია.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ახლა რუსეთს მიაჩნია, რომ რატომღაც მას აქვს უფლება, დათესოს უკანონობა და სიკვდილი მთელ მსოფლიოში.

უკრაინის სახელმწიფოს მეთაური დარწმუნებულია, რომ რაც მეტი კომპანია შეწყვეტს მუშაობას და გადასახადების გადახდას რუსეთში, მით უფრო სწრაფად გაიმარჯვებს გონიერება, რუსეთს მოუწევს, მიატოვოს თავისი საომარი განწყობილება და ეძებოს კომპრომისები მსოფლიოსთან.

„უკვე იქამდე მივიდა, რომ რუსეთი ღიად აშანტაჟებს მსოფლიოს ბირთვული და ქიმიური იარაღით, მაგრამ სტრატეგიულად აუცილებელია ხალხის დაცვა აქ და ახლავე, რათა დავიცვათ ისინი, ვისაც რუსული არმია პირდაპირ ემუქრება. 47 დღის განმავლობაში ჩვენ პრაქტიკულად მთელი რუსული არმიისგან ვიცავდით თავს. უკრაინის შეიარაღებული ძალები იბრძვიან გმირულად, ძალიან ბრძნულად, რაციონალურად", - განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე პრეზიდენტმა სამხრეთ კორეელ პოლიტიკოსებს განუცხადა, რომ რუსეთის აგრესიას ქალაქ მარიუპოლში ათი ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„მარიუპოლი განადგურებულია. ათიათასობით ადამიანი დაღუპულია, მაგრამ ამის მიუხედავად, რუსები არ წყვეტენ შეტევით ოპერაციას. მათ სურთ, მარიუპოლი დემონსტრაციულად განადგურებულად აქციონ", - აღნიშნა ზელენსკიმ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა