კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

აღარ მაინტერესებს ნატო-ს დიპლომატია, რომელიც ჩემი ქვეყნის განადგურებას იწვევს-ზელენსკი

ნახვები: 552 აღარ მაინტერესებს ნატო-ს დიპლომატია, რომელიც ჩემი ქვეყნის განადგურებას იწვევს-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც რუსეთის შეჭრის საპასუხოდ ნატო-ს უფრო ძლიერი ქმედებების განხორციელებისკენ მოუწოდა, განაცხადა, რომ მათი დიპლომატიით დაინტერესებული აღარ არის.

გამოცემა The Hill-ის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ ტელეკომპანია CBS-ის გადაცემა „60 Minutes“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„როდესაც დიპლომატიაში მუშაობ, შედეგი არ არის. ეს ყველაფერი ძალიან ბიუროკრატიულია. ამიტომ, როგორც მათ ვესაუბრები, აბსოლუტურად გამართლებულია. მეტი სიცოცხლე არ მაქვს გასაცემი. მეტი ემოციები არ მაქვს. მე აღარ მაინტერესებს მათი დიპლომატია, რომელიც ჩემი ქვეყნის განადგურებას იწვევს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

CBS-თან ინტერვიუში ზელენსკიმ დაამატა, რომ ის არ არის იმედგაცრუებული პრეზიდენტ ბაიდენის პასუხით ამ კრიზისთან დაკავშირებით.

„არ ვიცი, მის ადგილას სხვა პრეზიდენტი როგორ დაგვეხმარებოდა. მე არ ვიცი, ეს რთულია. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს. უკრაინა შეერთებული შტატების მხარდაჭერაზეა დამოკიდებული და მე, როგორც ომში მყოფი ქვეყნის ლიდერი, მხოლოდ მადლობელი ვიქნები“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა