სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation
Rubio calls Zelensky-Witkoff meeting in Norway positive

ვოლოდიმირ ზელენსკი:არ ვართ მზად, დავთმოთ ტერიტორიები

ნახვები: 389 ვოლოდიმირ ზელენსკი:არ ვართ მზად, დავთმოთ ტერიტორიები

არავის ესმის ომი ისე ღრმად, როგორც იმ ადამიანებს, ვინც ამ ომში ახლობლები დაკარგა, – ეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებაა, რომელიც მან ტელეკომპანია „სიბიესის“ პროგრამა „60 წუთში“ გააკეთა.

„ვის ესმის ომი? მათ, ვინც რამე დაკარგა ამ ომში. ყველაზე მეტად ისინი ხვდებიან, რომლებმაც ამ ომში ახლობლები დაკარგეს. მე არ დამიკარგავს ახლობელი ადამიანები. მიუხედავად იმისა, რომ ომის ყველა დეტალი არ ვიცი, რადგან მე პრეზიდენტი ვარ, უფრო ღრმად ვიცი ომი, ვიდრე ჩვეულებრივმა ადამიანებმა, ყველაფერს ისე ვგრძნობ, როგორც ის ადამიანები, რომლებმაც ახლობლები დაკარგეს, მაგრამ მე ოჯახი არ დამიკარგავს, მიუხედავად ამისა, ვიცი ამ ომის ფასი“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, იმისთვის, რომ უცხოელებმა რუსეთ-უკრაინის ომის სრული მასშტაბი გაიგონ, ისინი ახლა უკრაინაში უნდა ჩავიდნენ და ყველაფერი საკუთარი თვალით ნახონ.

გადაცემა „60 წუთის“ წამყვანმა უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხა ბუჩას შესახებ.

„სიკვდილი, უბრალოდ სიკვდილი ვნახე. ქალაქში 300 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, შენ ხედავ სიკვდილს იმიტომ რომ ქუჩები ცარიელია. მიტოვებული ტექნიკა. რუსი სამხედროების, უკრაინელი სამხედროების, ჩვეულებრივი მოქალაქეების ავტომობილები. ვიდრე მე ჩავიდოდი ცხედრები ქუჩებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში გაჰქონდათ, მაგრამ თუ შეხვალ რომელიმე მრავალსართულიანი სახლის ეზოში იქ საშინელება დაგხვდება. ეს არის სიკვდილი. ქუჩაში არ ისმის ხმები, მანქანები არ დადიან, ბავშვები არ იცინიან. არავინ ასიგნალებს“, – თქვა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტს ჰკითხეს, არის თუ არა უკრაინა მზად მშვიდობის სანაცვლოდ ტერიტორიები დათმოს. ზელენსკი ამბობს, რომ არ არის მზად ამისთვის და არ სურს ისეთ სიტუაციაში ყოფნა, სადაც შესაძლოა, საკითხი ასე დადგეს.

„საერთო ჯამში, ჩვენ არ ვართ მზად, დავთმოთ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ტერიტორიები. ასე გიპასუხებთ, არ ვისურვებდი ისეთ სიტუაციაში აღმოჩენას, როცა მე მომიწევს ამაზე სერიოზულად დაფიქრება და ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რეალურად. მე ძალიან არ მინდა ეს. ვფიქრობ, ჩვენ უკვე გავიღეთ ბევრი სიცოცხლე და გავიღეთ, რადგან შეგვენარჩუნებინა სახელმწიფო და სწორედ ამიტომ, ჩვენ სულ მცირე მათ წინაშე ვიქნებით დამნაშავე. ამიტომ, უნდა ვიდგეთ იმდენ ხანს, რამდენსაც შევძლებთ, მაგრამ ეს ცხოვრებაა და ყველაფერი ხდება. ჩვენ ვიცით რუსული მხარე. გვესმის, რომ ეს ერთ-ერთი პუნქტია, ისინი მუდმივად ამბობენ: აღიარეთ ყირიმი რუსეთის ტერიტორიად. მე ზუსტად ვიცი, რომ ამას არ გავაკეთებ. მათ სურთ დონბასის საკითხის გადაჭრა, მადა ეზრდებათ, მათ მთელი დონბასი სურთ და ვიცი, რომ ილტვიან, ქვეყნის სამხრეთიც აიღონ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

რაც შეეხება ტერიტორიების დათმობის საკითხზე დასმულ კითხვას, ზელენსკიმ განაცხადა: „ვფიქრობ, ამისთვის მზად რომ ვყოფილიყავით, ომი არ იქნებოდა“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა