კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რუსეთი მოკლებული უნდა იყოს მეზობელი სახელმწიფოების დატერორების შესაძლებლობას-ზელენსკი

ნახვები: 352 რუსეთი მოკლებული უნდა იყოს მეზობელი სახელმწიფოების დატერორების შესაძლებლობას-ზელენსკი

რუსეთი მოკლებული უნდა იყოს მეზობელი სახელმწიფოების დატერორების შესაძლებლობას. ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება. შემდეგი შესაძლოა იყოს საქართველო, მოლდოვა, ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი და ცენტრალური აზიის ქვეყნები, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლიეტუვის პარლამენტისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის ნამდვილი გეგმები ყველასთვის აშკარაა და უკრაინა მხოლოდ დასაწყისია.

„ამ ომზე პასუხისმგებელი რუსული სახელმწიფო უნდა იყოს. რუსი ოფიციალური პირები და სამხედრო მეთაურები, ყველანი დამნაშავენი არიან სამხედრო დანაშაულებში, პასუხი უნდა აგონ იმისთვის, რაც ჩაიდინეს. დეპორტაციის ყველა ორგანიზატორმა და შემსრულებელმა პასუხი უნდა აგოს. რუსეთი მოკლებული უნდა იყოს მეზობლების დატერორების ყოველგვარ შესაძლებლობა. ეს არ გვეხება მხოლოდ ჩვენ, ეს არ ეხება მხოლოდ უკრაინას. რუსეთის ნამდვილი გეგმები ყველასთვის აშკარაა. უკრაინა მხოლოდ დასაწყისია. შემდგომ, ღმერთმა არ ქნას, მაგრამ შემდგომ იქნება თქვენი სახელმწიფო, ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნები, მოლდოვა, საქართველო, პოლონეთი, შუა აზიის სახელმწიფოები. მოსკოვიდან უკვე ისმის მუქარები ფინეთისა და შვედეთის მიმართ. როგორ შეუძლია ევროპას შეაჩეროს რუსეთის შემდგომი ექსპანსია, თუ ჯერ კიდევ არ შეუძლია შეაჩეროს თუნდაც ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება?“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ახლა ევროპის პასუხი რუსეთის აგრესიაზე მართლაც ძლიერი და კონსოლიდირებული იყოს.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არ შეიძლება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე, მერვე, მეცხრე, მეათე ან მეოცე პაკეტის შემუშავების ლოდინი. მისი თქმით, ყველაფერი სანქციების მეექვსე პაკეტში უნდა გაკეთდეს.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა