თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ სურვილია, არსებული რეჟიმის დეკორაციად იქცნენ-გიგა ბოკერია

ნახვები: 357 „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ სურვილია, არსებული რეჟიმის დეკორაციად იქცნენ-გიგა ბოკერია

ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვან ისტორიულ მომენტში, სამწუხაროდ, საქართველოს ჰყავს კოლაბორაციონისტი, პუტინისტური რეჟიმი, რომელიც ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვის ნაცვლად, ზიანს აყენებს ყოველდღე ამ ჭაობიდან გასვლის ჩვენს შანსებს, – აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია.

ბოკერიას თქმით, ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე „აკეთებს პუტინის საქმეს, რამდენადაც ეს შეუძლია, საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით“.

„ჩვენთვის განსაკუთრებული პრობლემაა საპარლამენტო ოპოზიციის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ვგულისხმობ, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ლელოს“. მათი სურვილი, გააზრებული თუ გაუაზრებელი, რომ ამ რეჟიმის დემოკრატიულ ფასადად იქცნენ, რომ მათი ინიციატივებით ამ რეჟიმის არსი შეალამაზონ; ამისი მაგალითი იყო და არის მათი სურვილი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან ერთად, ერთი დელეგაციით წავიდნენ უკრაინაში. ამ გუნდებს თითქოს აქვთ ის პოზიცია, რაც აქვს „ევროპულ საქართველოს“, რომ ეს არის კოლაბორაციონისტული, პუტინისტური რეჟიმი, ეს არის მათი სიტყვები. თუ ისინი ასე თვლიან და გულწრფელები არიან ამ შეფასებაში, უნდა აუხსნან საზოგადოებას, რატომ თვლიან პუტინისტური, კოლაბორაციონისტი რეჟიმის დეკორაციად ყოფნას და მათთან, როგორც თვითონ ეძახიან – თანამშრომლობას მნიშვნელოვან საკითხებზე საჭიროდ ჩვენი ქვეყნისთვის. თვლიან, რომ მაგალითად ერთიანი ვიზიტით უკრაინაში არსებითად იცვლება „ქართული ოცნების“, ივანიშვილისა და მისი გარემოცვის პოლიტიკა? ამაში არის არსი? მე ვციტირებ მათ შეფასებებს, რომ ეს არის პუტინისტური, კოლაბორაციონისტური რეჟიმი. თუ ეს ასეა და ასე თვლიან, მაშინ რატომ გვამუნათებენ ჩვენ, „ევროპულ საქართველოს“, მათ შორის, იმით, თურმე მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა ვითანამშრომლოთ და არ არის საჭირო ექსტრემიზმი და რადიკალიზმი. თუ მათ შეიცვალეს პოზიცია და აღარ თვლიან ამ რეჟიმს პუტინისტურ, კოლაბორაციონისტურად, მაშინ უნდა გვითხრან, რა არგუმენტები აქვთ; რის საფუძველზე ჩათვალეს, რომ ეს აღარ არის ასეთი რეჟიმი, რადგან ორივე გზავნილი ერთდროულად ვერ გექნება. ეს ფუნდამენტური ინტერესი ჩვენი ქვეყნის, რომ მოხდეს ივანიშვილის რეჟიმის საერთაშორისო ასპარეზზე იზოლაცია, მათი მხილება ბოლომდე ჩვენი პარტნიორების თვალში, რომ ეს რეჟიმი არის პრობლემა და ამ რეჟიმის მშვიდობიანი შეცვლა, არის ჩვენი ევროპული ამოცანა, პირდაპირ ზიანდება ამ საპარლამენტო პოზიციის ჯგუფების პოლიტიკური ნაბიჯების შედეგად. ასევე ზიანდება ქვეყნის შიგნით საზოგადოების მობილიზაციის საქმე. ეს არის დამაბნეველი მინიმუმ საზოგადოების ნაწილისთვის, როცა ერთ დღეს პუტინის ეძახი ამ რეჟიმს და მეორე დღეს, თურმე ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე – ვციტირებ – შესაძლებელია მათთან თანამშრომლობა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა