კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„ომის პარტია“ უნდა იყოს ბორტს მიღმა და ისინი დარჩნენ ბორტს მიღმა-ირაკლი კობახიძე

ნახვები: 372 „ომის პარტია“ უნდა იყოს ბორტს მიღმა და ისინი დარჩნენ ბორტს მიღმა-ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან იყო უკრაინაში საერთო ვიზიტის ჩაშლის მცდელობა.

მისივე თქმით, იდეალურად დალაგდა დელეგაცია, ვინაიდან მრავალპარტიული ფორმით იქნება გამოხატული სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ და ამავე დროს, კარგია, რომ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი არ მიიღებს მონაწილეობას ამ ვიზიტში.

„რაც შეეხება ვიზიტს, მგონია, რომ იდეალურად ლაგდება ყველაფერი. სხვათაშორის, გუშინ იყო მათი მხრიდან საერთო ვიზიტის ჩაშლის მცდელობა, ამ ფორმით ვიზიტის განხორციელების ჩაშლის მცდელობა. იცით, რაც იყო გუშინ ჩვენი შეთავაზება – ყველა პოლიტიკური ჯგუფიდან თითო წარმომადგენელი. ამის შემდეგ გამჟღავნდა მათი რეალური სურვილი და პრინციპში, იდეალურად დალაგდა დელეგაცია. რა თქმა უნდა, იდეალურია, როდესაც  ერთი – მრავალპარტიულია ეს ვიზიტი, შესაბამისად, მრავალპარტიული ფორმით იქნება გამოხატული სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ, ამავე დროს, ასევე ძალიან კარგია ის, რომ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი არ იქნება ამ ვიზიტში. ეს არის ძალიან ლოგიკური, ნიშანდობლივი და სიმბოლურიც. „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც არის „ომის პარტია“, არ უნდა იყოს „ქართულ ოცნებასთან“, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ამ ვიზიტზე წარმოდგენილი. ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური“, – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება კითხვას, „ნაციონალური მოძრაობის“ არგუმენტი არის, რომ „ქართულ ოცნებას“ სამარცხვინო პოზიცია აქვს უკრაინასთან მიმართებაში“, – კობახიძის განმარტებით, ვიზიტთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციით ყველაფრის ლუსტრაცია მოხდა.

ამავე დროს, კობახიძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესია, საქართველო რამენაირად ჩართონ სამხედრო კონფლიქტში.

„ნაცმოძრაობა“ დარჩა მარტო, ყველა პოლიტიკური ჯგუფი მიდის უკრაინაში, ყველა ერთად, „ქართულ ოცნებასთან“, შალვა პაპუაშვილთან ერთად, რომელიც არის ჩვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. გამოდის რა, რომ ერთადერთი პოლიტიკური პარტია საქართველოში, რომელიც ამ ფეიკს ავრცელებს, არის „ნაციონალური მოძრაობა“. შესაბამისად, მოხდა ყველაფრის ლუსტრაცია, „ომის პარტია“, რა თქმა უნდა, უნდა იყოს ბორტს მიღმა და ისინი დარჩნენ ბორტს მიღმა, ეს არის ძალიან სიმბოლური, ნიშანდობლივი და ძალიან კარგი. პოლიტიკურ ჯგუფში იგულისხმებოდა ფართო გაგებით პოლიტიკური ჯგუფი. ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც არის პარლამენტში წარმოდგენილი, იქნება ასევე წარმოდგენილი დელეგაციაში. ნუ, „ნაცმოძრაობის“ გარდა, რაც გასაგებია.

ეს არის ერთი – პოპულიზმი და ამასთან ერთად მათი საკვანძო ინტერესი. მათი საკვანძო ინტერესი არის ის, რომ საქართველო უნდა გახდეს მეორე ფრონტი და ამასთან წინააღმდეგობაშია მათი წამოსვლა დელეგაციასთან ერთად. მათ უნდათ, გააგრძელონ ის რიტორიკა და ქმედებები, რომლის მიზანია საქართველოს ჩართვა სამხედრო კონსლიქტში. აქედან გამომდინარე, მათ ინტერესებში აღარ შედიოდა ამ ვიზიტის ფარგლებში უკრაინაში წასვლა. შესაბამისად, ერთი – ეს არის პოპულიზმი და მეორე – მათი ინტერესი, საქართველო რამენაირად ჩართონ სამხედრო კონფლიქტში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ უკრაინაში ვიზიტის მთავარი გზავნილი და მიზანია სოლიდარობის გამოხატვა უკრაინელი მეგობრების, ხალხის, სახელმწიფოს მიმართ.

„ეს არის ჩვენი მხრიდან მთვარი გზავნილი. ამასთან ერთად, განხილული იქნება კონკრეტული თემებიც, თუმცა ზედმეტად ვერ დავამძიმებთ ჩვენს მეგობრებს და კოლეგებს. გარკვეული თემები, რა თქმა უნდა, იქნება განხილული, მაგრამ მთავარი მიზანი არის ჩვენი სოლიდარობის გამოხატვა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა