თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

Apple-მა ახალი პროდუქცია წარადგინა, მათ შორისაა იასამნისფერი iPhone 12

ნახვები: 264 Apple-მა ახალი პროდუქცია წარადგინა, მათ შორისაა იასამნისფერი iPhone 12

დღეს, 21 აპრილს ამერიკულმა კომპანია Apple-მა სპეციალურ ღონისძიებაზე ახალი პროდუქცია წარადგინა.

როგორც მოსალოდნელი იყო, Apple-მა წარმოადგინა განახლებული iPad Pro უფრო სწრაფი პროცესორით, 5G მხარდაჭერით, Thunderbolt- პორტით, და Mini-LED ეკრანით.

მოსალოდნელია, ეკრანის გაზრდილი სიკაშკაშე. ახალ iPad Pro ხაზს, დაემატება მძლავრი M1-ი ჩიპი, რაც უზრუნველყოფს უკეთეს გრაფიკას, გაძლიერებულ ვიდეოეფექტებს და დამატებითი რეალობის მახასიათებლებს.

ახალ iPad Pro-ს ექნება ულტრაფართო 12-მეგაპიქსელიანი კამერა 122 გრადუსი კუთხით. ახალი ფუნქცია Center Stage კი კადრში მოძრავ ადამიანებს უთვალთვალებს და აქედან გამომდინარე ცვლის ხედვის კუთხეს.

11-იანი iPad Pro-ს ფასი 799 დოლარია, ხოლო 12,9-იანის 1099 დოლარი. შეკვეთების მიღება იწყება 30 აპრილიდან, მიწოდება კი მაისის მეორე ნახევრიდან.

კომპანიამ საბოლოოდ წარმოადგინა AirTag-ი, ფილების მსგავსი Bluetooth ლოკატორი, რომელის საშუალებითაც, შესაძლებელი იქნებ ისეთი საგნების პოვნა, როგორიცაა გასაღებები, საფულეები, ლაპტოპები ან თუნდაც ავტომობილი.

AirTag-ი არის პატარა მრგვალი ბურთულა, რომლებიც Bluetooth-ით, ელემენტებითა და აქსელერატორებითაა არჭურვილი. მათი საშუალებით მუშაობა შესაძლებელია აპლიკაცია ლოკატორის მეშვეობით, მათი სინქრონიზება ასევე ხდება Apple-ის სხვადასხვა მოწყობილობებთან.

AirTag-ის, ფასი 29 დოლარით განისაზღვრა.

კომპანიამ ასევე წარადგინდა, ახალი Apple TV4K-ი, ეს არის უკვე არსებული სატელევიზიო მოწყობილობის განახლებული ვერსია, რომელიც აღჭურვილი იქნება A12 Bionic პროცესორით და ახალი პულტით.

აშშ-ში პროდუქტის ფასი, 179 დოლარია, Apple TV4K-ის შეძენა მაისიდან იქნება შესაძლებელი.

ღონისძიებაზე წარადგინეს განახლებული iMac-იც პროცესორით M1. ახალი iMac-ი წინამორბედთან შედარებით ბევრად უფრო გაუმჯობესებული და სწრაფი იქნება.

პროდუქტი აღჭურვილია, 24-დიუიმიანი Retina 4К ეკრანით, ფრონტალური კამერით, რომელიც იღებს HD 1080 ფორმატში, გაუმჯობესებული დინამიკებით, 4 USB-C პორტით, გაგრილების ახალი სისტემითა და ინტერფეისის 7 შეფერილობით (ყვითელი, მარჯნის, წითელი, იასამნისფერი, მწვანე, ლურჯი და კლასიკური ვერცხლისფერი).

აშშ-ში სტანდარტული iMac-ის ფასი 1499 დოლარით განისაზღვრა.

Apple-მა ღონისძიებაზე წარადგინა ახალი, იასამნისფერი iPhone 12 და iPhone 12 mini . ამ შემთხვევაში ცვლილება მხოლოდ ფერს შეეხო, მოდელის ტექნიკურ მახასიათებლები კი უცვლელი დარჩა.

იასამნისფერი iPhone 12-ისა და iPhone 12 mini-ის, შეკვეთა 24-ი აპრილიდან იქნება შესაძლებელი.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა