კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საკონსტიტუციო სასამართლო ჯაფარიძე-კორძაია-ხოშტარიას სარჩელის განხილვას ხვალ დაიწყებს

ნახვები: 204 საკონსტიტუციო სასამართლო ჯაფარიძე-კორძაია-ხოშტარიას სარჩელის განხილვას ხვალ დაიწყებს

ხვალ, 22 აპრილს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, თამარ კორძაიასა და ელენე ხოშტარიას სარჩელზე დაიწყებს მსჯელობას.

ცნობისთვის: ჯაფარიძემ, კორძაიმ და ხოშტარიამ საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის ის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, რომლითაც დეპუტატებს, მოთხოვნების მიუხედავდად, პარლამენტმა უფლებამოსილება ვადამდე არ შეუწყვიტა.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით, არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენის ფორმით, გაიმართება დისტანციურად, ტექნიკური საშუალების გამოყენებით. დისტანციური სასამართლოს სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლირების გზით საკონსტიტუციო სასამართლოს იუთუბ (youtube) არხზე.

განსახილველ საქმეში, დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 2 თებერვლის №153-IVმს-Xმპ, №119-IVმს-Xმპ და №150-IVმს-Xმპ დადგენილებების კონსტიტუციურობა. აღნიშნული დადგენილებებით, საქართველოს პარლამენტმა მოსარჩელეებს ვადამდე არ შეუწყვიტა საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, რასაც ისინი ითხოვდნენ პირადი განცხადების საფუძველზე.

კონსტიტუციური სარჩელების თანახმად, იმ შემთხვევაში თუ პარლამენტის წევრი პარლამენტს პირადი განცხადებით მიმართავს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე, პარლამენტი ვალდებულია, აღნიშნულ პირს შეუწყვიტოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ფორმალური პროცედურით თუ დაადგენს, რომ განცხადებაში გამოვლენილი ნება ნამდვილად შეესაბამება განცხადების ავტორის ნებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავოდ გამხდარი დადგენილებებით დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია," - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა