ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

ილია დარჩიაშვილი:ევროკავშირის კითხვარი გასაჯაროვდება

ნახვები: 348 ილია დარჩიაშვილი:ევროკავშირის კითხვარი გასაჯაროვდება

ევროკავშირის კითხვარი გასაჯაროვდება და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ რაც შეიძლება მალე ეს დოკუმენტი გახდეს ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს გაიმართა სამთავრობო კომისიის სხდომა, სადაც აღნიშნულ საკითხზე იმსჯელეს.

„რაც შეეხება რეფორმებს, რეფორმების გატარება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. საქართველოს მთავრობა რეფორმების გატარების პროცესში გამოირჩევა შესაბამისი აქტიურობით. ვთლით, რომ საქართველო ძალიან სწრაფად და ეფექტურად მართავს ჩვენს ქვეყანაში გასატარებელ რეფორმებს. შესაბამისად, ჩვენ ჩატარებული და დაგეგმილი რეფორმების გეგმა გვაძლევს საფუძველს და საშუალებას, რომ მოვამზადოთ აღნიშნული კითხვარი და გადავაგზავნოთ ევროპელ პარტნიორებთან.

რაც შეეხება გასაჯაროებას, ჩვენთვის ცნობილია, რომ არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი აღნიშნული დოკუმენტის მისამართით. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს გაიმართა სამთავრობო კომისიის სხდომა და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დოკუმენტი გასაჯაროვდება. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ რაც შეიძლება მალე დოკუმენტი გახდეს ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის“, – განაცხადა მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა