კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მაისიდან პურის ფასი სავარაუდოდ, 20 თეთრით გაიზარდება

ნახვები: 333 მაისიდან პურის ფასი სავარაუდოდ, 20 თეთრით გაიზარდება

პურის ფასი შესაძლოა, 20 თეთრით გაიზარდოს. ამის შესახებ "პურის მრეწველთა კავშირის" თავმჯდომარე, მალხაზ დოლიძეს საუბრობს. როგორც დოლიძემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, პურზე ფასის გადახედვა აუცილებლად მოხდება, თუ რუსეთიდან კვლავ გაძვირებული ფქვილი შემოვა. აქვე, "პურის მრეწველთა კავშირის" თავმჯდომარე ადასტურებს, რომ 10 თეთრით არის მომატებული ფასი თონის პურზე. 

"მოდიოდა ინფორმაცია, რომ თონის პური გაძვირდა 10 თეთრით, რასაც ვადასტურებ. ქართული პურის მწარმოებლები მუშაობენ სულ სხვა არეალში, ისინი იხდიან ფიქსირებულ გადასახადს. მათთან ფქვილი შეაქვთ დისტრიბუტორებს, რომლებიც წისქვილში იძენენ და მერე გადაყიდვას ახდენენ ამ ფქვილის. ამიტომ, ისინი სულ სხვა ანგარიშსწორების სფეროში იმყოფებიან და მათი ფასწარმოქმნა პურისა ნამდვილად მეტია.

პურის ფასი რამდენიმე ფაქტორისგან შედგება. ძირითადი ფაქტორი ფქვილის ღირებულებაა. ფქვილი არის ძირითადი მასა, მშრალი ნივთიერება, რომლისგანაც პური ცხვება. საქართველო თავისი ოდენობის მხოლოდ 10-15% აწარმოებს, დანარჩენი ექსპორტზე შემოდის. გარდა ამისა, არის საფუარი, მარილი, ეს ყველაფერიც შემოტანილია, აქედან გამომდინარე დგება ფასები. მარტის ბოლოს, 20 მარტიდან როდესაც დიდთოვლობა დაიწყო, ლარსის საბაჟო ჩაიკეტა და 30-კილომეტრიანი მანქანების რიგი დადგა, დაახლოებით ათი დღე იყო ჩაკეტილი. პურის მრეწველები ძირითადად აქაური წისქვილებითაც სარგებლობდნენ, თუმცა უმეტესად დამოკიდებული იყო იმ ფქვილზე, რომელიც რუსეთიდან შემოდიოდა. ამ ფქვილის ღირებულება იყო 65-70 ლარამდე. მარტის შემდგომ, როდესაც საბაჟო გაიხსნა და ფქვილი შემოვიდა, პირველივე შემოსული ფქვილის ღირებულება დაფიქსირდა 75 ლარი, ანუ ფქვილის ღირებულება გაიზარდა. ადგილობრივი ფქვილი, რომელიც ჩვენს წისქვილებში მზადდება, ღირს 80 ლარი. ამას თუ დავუმატებთ იმ გადასახადებს, რაც ელექტროენერგიას, ბუნებრივ აირს, წყალს, ხელფასს, დისტრიბუციას სჭირდება, ფოკუსირდება ფასებში. დავინახეთ, რომ დღის წესრიგში დადგა იმის საჭიროება, ფასწარმოქმნა გადაიხედოს. ზუსტად ვერ გეტყვით, როგორ შეიცვლება, მაგრამ ფასის გადახედვა აუცილებლად მოხდება. ჩვენი გადაანგარიშებით, ეს მოიცავს დაახლოებით 20 თეთრის ფარგლებს. რუსეთიდან თუ დაბალი ფასის ფქვილი შემოვიდა, ის ამ ფასს შეგვანარჩუნებინებს. თუ ისევ შემოვიდა 75 ლარად, მაშინ ფასის ცვლილება საჭირო გახდება," – განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა