კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პაპუაშვილმა სტეფანჩუკს უთხრა, რომ საქართველო რუსეთს არანაირი გზით არ დაეხმარება-რადა

ნახვები: 426 პაპუაშვილმა სტეფანჩუკს უთხრა, რომ საქართველო რუსეთს არანაირი გზით არ დაეხმარება-რადა

უკრაინის ვერხოვნა რადას ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა რუსლან სტეფანჩუკთან ერთად კიევის ქალაქებში სტუმრობისას განაცხადა, რომ საქართველო რუსეთს არანაირი გზით არ დაეხმარება.

„საქართველო რუსეთს არანაირი გზით არ დაეხმარება“ - რადას ცნობით, განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად კიევის რეგიონში რუსული აგრესიის შედეგად განადგურებულ ქალაქებს ესტუმრა.

რადა იუწყება, რომ პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პოზიცია ნათელია და ის უკრაინის მხარეს დგას.

„ჩვენ ცხადად გვესმის სად ვართ, რომელ მხარეს და ჩვენ კარგად გვესმის რომ ერთ მხარეს უკრაინასთანაა ევროკავშირი, ისევე როგორც მთელი სამყარო.

ჩვენთვის ძალიან მკაფიოა სად ვდგავართ 2008 წლის შემდეგ - მას შემდეგ, რაც ჩვენ იგივე სიტუაცია გვქონდა“, - რადას ინფორმაციით, განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

უკრაინის პარლამენტი ასევე იუწყება, რომ საქართველოს პარლამენტმა უკრაინა დაარწმუნა, რომ დღევანდელი პირადი შეხვედრით „ყველაფერი საბოლოოდ გაირკვა“.

„ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვდგავართ, და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რადის  თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, რუსლან სტეფანჩუკს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უკრაინასთან სიახლოვის გათვალისწინებით მათ არ შეეძლოთ არ სტუმრებოდნენ უკრაინას.

შეხვედრის შესახებ რუსლან სტეფანჩუკმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ პაპუაშვილთან რუსეთისთვის სანქციების დაწესებაც განიხილა.

შალვა პაპუაშვილი საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, რომელიც უკრაინაში დღეს ჩავიდა. დელეგაციაში მმართველი გუნდის და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შედიან, გარდა ნაციონალური მოძრაობისა.

ენმ-ის წევრები უკრაინაში 15 აპრილს ჩავიდნენ. კერძოდ, ქვეყანაში ჩავიდა ნიკა მელია, ეკა ხერხეულიძე და კობა ნაყოფია. მათთან ერთად არის საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა