ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერა არის საკუთარი ამომრჩევლისთვის ზურგის შექცევა - თაკო ჩარკვიანი

ნახვები: 402 შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერა არის საკუთარი ამომრჩევლისთვის ზურგის შექცევა - თაკო ჩარკვიანი

პარტია „კანონი და სამართალის" ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადებით, პოლიტიკოსების მიერ ცნობილ შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერა არის საკუთარი ამომრჩევლისთვის ზურგის შექცევა.

,,დიახ,კვლავ ვადასტურებ, რომ რიგი პოლიტიკოსების მიერ ცნობილ შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერა არის საკუთარი ამომრჩევლისთვის ზურგის შექცევა, რამაც დიდი და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა საპარლამენტო ბოიკოტის იდეას. ( რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით) დარწმუნებული ვარ აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერა ამ ჩვენი " კოსტრუქციული" პოლიტიკოსების მიერ, განხორციელდა ხელისუფლებასთან შეთანხმებით ერთადერთი მიზნით, რომ მომხდარიყო ყველაზე მძლავრი ოპოზიციური გაერთიანების- " ნაციონალური" მოძრაობის დისკრედიტაცია- მარგინალიზაცია. გამომდინარე აქედან კვლავ ვადასტურებ, რომ აბსოლუტურად დროული და პოლტიკურად ადეკვატური გახლდათ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან საპასუხო, მყისიერი რეაგირება, გამჭრიახი და დროული სვლა- მოწოდება საკუთარი პარტიის მისამართით, რა თქმა უნდა მის მიერვე განცხადებაში მოყვანილი პირობების გათვალისწინების შემთხვევაში.

ზოგადად ეს არასახარბიელო ვითარება , დაბეჯითებით ვაცხადებ, გამოწვეულ იქნა ოპოზიციის უპრინციპო ნაწილის, რბილად რომ ვთქვათ კონფორმისტული მოქმედებებით... ჩემი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უცვლელია!'', - წერს თაკო ჩარკვიანი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა