თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

რუსეთი მარიუპოლის უკრაინელ დამცველებს ჩაბარებისთვის 06:00-დან 13:00 საათამდე დროს აძლევს

ნახვები: 524 რუსეთი მარიუპოლის უკრაინელ დამცველებს ჩაბარებისთვის 06:00-დან 13:00 საათამდე დროს აძლევს

რუსი ოკუპანტები კიდევ ერთხელ სთავაზობენ მარიუპოლის უკრაინელ დამცველებს, რომლებიც ახლა „აზოვსტალის“ მეტალურგიულ ქარხანაში არიან გამაგრებული, დაყარონ იარაღი და ჩაბარდნენ.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის უწყება იტყობინება.

„აზოვსტალის“ მეტალურგიულ ქარხანაში შექმნილი კატასტროფული ვითარების გათვალისწინებით, ისევე, როგორც წმინდა ჰუმანური პრინციპებით ხელმძღვანელობით, რუსეთის შეიარაღებული ძალები ნაციონალისტური ბატალიონების მებრძოლებსა და უცხოელ დაქირავებულებს 2022 წლის 17 აპრილის 06:00 საათიდან სთავაზობენ, შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და დაყარონ იარაღი. ყველასთვის, ვინც იარაღს დაყრის, სიცოცხლე გარანტირებულია“, – აღნიშნავს რუსული მხარე.

ოკუპანტების შეთავაზებით, ინფორმაციის გაცვლის მიზნით, დილის 05:00 საათზე მხარეთა შორის კომუნიკაციის დამყარების შეთავაზებას აკეთებენ.

დილის 05:30 საათიდან რუსები სავარაუდოდ გამოაცხადებენ „სრული დუმილის რეჟიმს“ და „მისი მკაცრი დაცვის“ გარანტიას იძლევიან.

დილის 06:00 საათზე ორივე მხარის მხრიდან „დუმილის რეჟიმის“ დაწყებას, რუსეთის ფედერაციის გეგმის მიხედვით, დროშების აღმართვა მიუთითებს – რუსეთის მხრიდან წითელის, ხოლო უკრაინის მხრიდან თეთრის, „აზოვსტალის“ გასწვრივ, მთელ პერიმეტრზე. ის, რომ მხარეები მზად არიან „დუმილის რეჟიმის“ შემოღებისთვის, ყველა საკომუნიკაციო არხით უნდა დადასტურდეს და 06:00-დან 13:00 საათამდე უკრაინელმა მებრძოლებმა „აზოვსტალი“ იარაღისა და საბრძოლო მასალის გარეშე უნდა დატოვონ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა