კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დილიდან ვერ შევთანხმდით ოკუპანტებთან ცეცხლის შეწყვეტაზე ევაკუაციის მარშრუტების განსახორციელებლად-ირინა ვერეშჩუკი

ნახვები: 361 დილიდან ვერ შევთანხმდით ოკუპანტებთან ცეცხლის შეწყვეტაზე ევაკუაციის მარშრუტების განსახორციელებლად-ირინა ვერეშჩუკი

დღეს ევაკუაციის უზრუნველსაყოფად, უკრაინის ხელისუფლებასა და რუს სამხედროებს შორის ცეცხლის შეწყვეტა ვერ შეთანხმდა და ამავდროულად, ოფიციალური კიევი ითხოვს ჰუმანიტარული დერეფნების შექმნას მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობისა და დაჭრილი ჯარისკაცების გამოსაყვანად.

ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა „ტელეგრამზე“ დაწერა.

„დღეს, 17 აპრილს, დილიდან ვერ შევთანხმდით ოკუპანტებთან ცეცხლის შეწყვეტაზე, ევაკუაციის მარშრუტების განსახორციელებლად, ამიტომ დღეს, სამწუხაროდ ჰუმანიტარულ დერეფნებს არ ვხსნით. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ჰუმანიტარული დერეფნები რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს და ამოქმედდეს. რაც შეეხება მარიუპოლს, კიდევ ერთხელ მოვითხოვთ ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას ამ ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების ევაკუაციისთვის“, – განაცხადა ვერეშჩუკმა.

მისივე თქმით, შესაბამისი საერთაშორისო სტრუქტურების მეშვეობით, ოფიციალური კიევი მოითხოვს, რომ რუსულმა ძალებმა გახსნან სპეციალური დერეფანი მარიუპოლიდან დაჭრილი ჯარისკაცების ევაკუაციისთვის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა