ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

სერიოზულად უნდა აღვიქვათ საფრთხე-ვახტანგ მეგრელიშვილი

ნახვები: 395 სერიოზულად უნდა აღვიქვათ საფრთხე-ვახტანგ მეგრელიშვილი

უკრაინა და საქართველო ევროკავშირისკენ ერთდროულად ერთად თუ მივდივართ, მაშინ პოლიტიკურ დონეზე უნდა ვითანამშრომლოთ. ეს არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც იმის უნარს მოგვცემს, რომ ახლა უკრაინასთან ურთიერთობა დავიწყოთ, მათ შორის ის გაუგებრობები გადავწყვიტოთ, რაც ამ ურთიერთობის არქონის გამო დაგროვდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ამ გაუგებრობების აღმოფხვრის უნარი საქართველოს აქვს იმის გამო, რომ უკრაინელების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, განსაკუთრებულია.

„მათ კარგად ესმით, რომ ჩვენ ზუსტად იგივე მდგომარეობაში ვართ, როგორშიც მათი რომელიღაც რეგიონი, სადაც რუსები არიან შევარდნილი. ისინი ჩვენგან რაიმე სასწაულს არ ითხოვენ, ითხოვენ მკაფიო და გასაგებ პოზიციას, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სერიოზულად უნდა აღვიქვათ ის საფრთხე, რომელიც უკრაინელებს დაემართათ. ჩვენც ამ საფრთხისთვის მზადება უნდა დავიწყოთ. თუ ამის კეთებას დავიწყებთ, მაშინ ურთიერთობა უკრაინასთანაც დაგვილაგდება და შევძლებთ, ერთად ვითანამშრომლოთ მომავალში დასავლეთისა და ევროკავშირის თვალსაზრისით“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების ტოტალურად დაბლოკვას და არშემოშვებას არ ემხრობა.

„ისეთ სანქციებს, რომელსაც არანაირი შინაარსი არ უნდა ჰქონდეს რუსეთისთვის გარდა იმისა, რომ პიარულად გამოვვარდეთ და რაღაც დავიყვიროთ, ეს უკრაინელებს უნდა გავაგებინოთ, ავუხსნათ. ამაზე ვსაუბრობდით. მათგან მოვისმინე, რომ გრძელი ნუსხა რომ მოგცეთ იმ ადამიანების, რომელსაც საქართველო თავის ტერიტორიაზე არ შემოუშვებდა. ჩვენ ხომ გვაქვს ასეთი ინსტრუმენტი აფხაზეთსა და ოსეთში მყოფ ადამიანებზე, ვისზეც ჩვენს კანონმდებლობას ვავრცელებთ. ის, რომ ამაზე საუბარი არ იყო, ეს ცუდი ურთიერთობის ბრალია. ითქვა, რომ საუბარია ორი ათას კაციან ნუსხაზე, რომლებიც პუტინთან დაახლოებული პირები არიან. რაც შეეხება პრორუსული ტელევიზიების აკრძალვას, არიან ადამიანები, ვინც ფიქრობენ, რომ რუსეთს შეიძლება, შეებრძოლო მის მიერ გავრცელებული ყალბი ამბის დაბლოკვით, რისიც არ მჯერა, რადგან ადამიანმა ორი რამე ერთმანეთს უნდა შეადაროს და დასკვნა თავად გამოიტანოს. თუ ინფორმაციას ერთ ნაწილს აცლი, მაშინ მაყურებელს შესაძლებლობას ართმევ, დასკვნა გამოიტანოს. როცა უკრაინაზე ამბავს ვიგებ, ამავე დროს რუსულ პროპაგანდისტულ ნაწილს ვუყურებ, რომ ერთიანობაში აღვიქვა ამბავი ვის რა უნდა, ვინ რას აკეთებს და სად იტყუება. ვინმემ რუსული არხები რომ დამიბლოკოს, ეს ჩემთვის დარტყმა იქნება, როგორც პოლიტიკოსისთვის. არ ვფიქრობ, რომ ადამიანები იდიოტები არიან და ისინი უნდა ვმართოთ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა