თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

"ზუსტად ასე გამოიყურება ჯოჯოხეთი დედამიწაზე" - აზოვის მეთაურის მიმართვა პაპ ფრანცისკეს

ნახვები: 505 "ზუსტად ასე გამოიყურება ჯოჯოხეთი დედამიწაზე" - აზოვის მეთაურის მიმართვა პაპ ფრანცისკეს

„თქვენო უწმინდესობავ! მე კათოლიკე არ ვარ, მართლმადიდებელი ვარ. ღმერთის მწამს და ვიცი, რომ სინათლე ყოველთვის იმარჯვებს სიბნელეზე. მე არ მინახავს თქვენი მოწოდებები მსოფლიოსადმი და არ წამიკითხავს თქვენი ყველა განცხადება ბოლო პერიოდის განმავლობაში, 50 დღეზე მეტია ვომობ და ერთადერთი რაზეც მაქვს დრო, - ეს ბრძოლაა მტრის მიერ ოკუპირებული ქალაქის თითოეული მეტრისთვის. მე მებრძოლი ვარ. ოფიცერი ვარ, რომელმაც ფიცი დადო საკუთარი ქვეყნის ერთგული იყოს და მე მზად ვარ ბოლომდე ვიბრძოლო. მიუხედავად იმისა, რომ მტრის ძალა აღემატება [ჩვენსას], მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლის ველზე არაადამიანური პირობებია, მუდმივი საარტილერიო და სარაკეტო სროლებია, წყლის, საკვების და მედიკამენტების უკმარისობაა.

თქვენ ალბათ ბევრი რამ გინახავთ ცხოვრებაში. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არასდროს გინახავთ ის, რაც ახლა მარიუპოლში ხდება. ზუსტად ასე გამოიყურება ჯოჯოხეთი დედამიწაზე. მე ცოტა დრო მაქვს ამისათვის, რომ აღვწერო ყველა ის საშინელება, რასაც აქ ყოველ დღე ვხედავ. ქარხანაში, თავშესაფრებში ცხოვრობენ ქალები ბავშვებთან, ჩვილებთან ერთად. სიცივესა და შიმშილში. ყოველდღე მტრის ავიაციის სამიზნე არიან. ყოველდღე იღუპებიან დაჭრილები, იმიტომ რომ არ არიან მედიკოსები, არ გვაქვს წყალი, საკვები. მოგმართავთ დახმარების თხოვნით. რადგან დადგა დრო, როცა მხოლოდ ლოცვა საკმარისი არაა. დაგვეხმარეთ, რომ ვუშველოთ. თეატრის დაბომბვის შემდეგ, აღარავის სჯერა რუსი ოკუპანტების. მიაწოდეთ მსოფლიოს სიმართლე, მოახდინეთ ხალხის ევაკუაცია და გადაარჩინეთ მათი სიცოცხლეები სატანისგან, რომელსაც სურს ყველაფერი ცოცხალი გაანადგუროს“,-აზოვის 36-ე ბრიგადის მეთაური სერგეი ვოლინა რომის პაპს წერილით მიმართავს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა