კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რიგგარეშე არჩევნები აბსოლუტურად მოგონილი საკითხია-არჩილ თალაკვაძე

ნახვები: 315 რიგგარეშე არჩევნები აბსოლუტურად მოგონილი საკითხია-არჩილ თალაკვაძე

​პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ „რიგგარეშე არჩევნები აბსოლუტურად მოგონილი საკითხია, რომელიც გამოიწვია სააკაშვილის ოპოზიციის გაკოტრებამ“.

თალაკვაძემ კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გეგმაზე ციხეში პოლიტიკური კონსულტაციები დაიწყო; ასევე, უკავშირდება თუ არა ეს ინიციატივა ბაკურიანში არასამთავრობოების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ნაწილის ტრენინგს, რომელთან დაკავშირებითაც მედიით გავრცელდა ინფორმაცია.

არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ „რადიკალური ოპოზიცია აგრძელებს რეალობის ხელოვნურად გადაკეთებას“.

„რადიკალური ოპოზიცია ძალიან ნერვიულობს ამ დღეების განმავლობაში, ვინაიდან დღის წესრიგში საკითხები აღარ დარჩათ, რაზეც შეუძლიათ, ისაუბრონ ხმამაღლა და პათეტიკურად; ამიტომ ისინი ცდილობენ ყოველდღე, რომ მოიფიქრონ საკითხები, რითაც საინფორმაციო ზედაპირზე დარჩებიან. რადიკალური ოპოზიციის ლიდერებმა შენიშვნებიც კი დაიმსახურეს ზოგიერთი პოლიტიკური პროდიუსერის მხრიდან, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ძალზე ცუდად მუშაობენ. ამის გარდა, შიგნით არის სერიოზული დაძაბულობა, რაც უკვე საჯაროდ ჩანს. ფანჩატურისა და ქოლგის ქვეშ ყოფნის იდეა, როგორც ჩანს, ჩავარდა; მათ სჭირდებათ ფიქრი რაღაც ახალ ფორმატებზე, თუ როგორ გააგრძელეს ასეთი მავნებლური დღის წესრიგით მუშაობა, როგორც ახლა მუშაობენ; რიგგარეშე არჩევნებზე ფიქრი არ ექნებათ დასრულებული, რომ რიგით არჩევნებში კიდევ ერთხელ დამაცხდებიან; ამიტომ ჩვენი რჩევა იქნება, ჩაერთონ სრულფასოვნად საპარლამენტო საქმიანობაში.

ფაქტია, რომ რადიკალური ოპოზიცია აგრძელებს რეალობის ხელოვნურად გადაკეთებას. ეს გამოიხატა უკრაინაში ვიზიტის დროსაც. ისინი მთლიანად თამაშგარე მდგომარეობაში დარჩნენ და დარჩნენ საქართველოს მიღმა, შეურაცხყოფა მიაყენეს თავის საზოგადოებას, როცა ცალკე სცადეს თავისი ქვეყნის წარმოდგება უკრაინაში.​ ბაკურიანში რომ ეს ტრეინინგი და სემინარი არ იყო, ეს დაადასტურეს თვითონ მონაწილეებმა. ალბათ რაც დესტრუქციულმა ოპოზიციამ გააკეთა წლების განმავლობაში, ისინი ეძახიან ტრეინინგებს; სინამდვილეში, ეს არის აგრესიული შეტევა სახელმწიფოზე, ზოგჯერ არის მარგინალური მოქმედება, ზოგჯერ არის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა. რიგგარეშე არჩევნები გახლავთ აბსოლუტურად მოგონილი საკითხი, რომელიც გამოიწვია სააკაშვილის ოპოზიციის გაკოტრებამ; ისინი ამ საკითხით ცდილობენ, თავი შეინარჩუნონ საინფორმაციო ზედაპირზე. გვსურს, ვუთხრათ ამ რადიკალურ ოპოზიციას, რომ ცოტა სერიოზულობით მოეკიდონ პოლიტიკას, პარლამენტში მუშაობას და ჩვენი საზოგადოების არჩევანს, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა გააკეთეს არჩევნებზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა