კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რუსეთის ხელმძღვანელობას სურს, დონეცკისა და ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლა გამარჯვებად გაასაღოს-ალექსეი არესტოვიჩი

ნახვები: 499 რუსეთის ხელმძღვანელობას სურს, დონეცკისა და ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლა გამარჯვებად გაასაღოს-ალექსეი არესტოვიჩი

რუსეთის ხელმძღვანელობას დონეცკისა და ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლის გამარჯვებად გასაღება სურს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა ტრადიციული ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის მიერ წამოწყებული ომის 55-ე დღის მთავარი ამბავი არის, რომ რუსეთმა დაიწყოს დონბასში საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზა.

„მტერი ახლა ცდილობს, გამოავლინოს ჩვენის სუსტი მხარეები და შემდეგ ამ ადგილებზე იქნება კონცენტრირებული. ისინი ცდილობდნენ, ღამით ალყაში მოექციათ უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები იზიუმთან და ვოლნოვახასთან, თუმცა ეს არ გამოვიდა“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

არესტოვიჩის განცხადებით, რუსები ასევე ცდილობენ, აიღონ მარიუპოლი, რაც მათ ასევე არ გამოსდით.

„რუსეთი საკუთარ სამხედროებს არ ზოგავს და მათ სასიკვდილოდ იმეტებს. ამ გზით რუსეთის ხელისუფლებას სურს, საკუთარ ხალხს დონეცკისა და ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვრებთან გასვლა გამარჯვებად მიასაღოს. მათ ეს არ გამოუვათ. ჩვენი სამხედრო ძალები ამის საშუალებას მათ არ მისცემენ“, – თქვა არესტოვიჩმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა