კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლუგანსკის ტერიტორიის 80 პროცენტს რუსული ძალები აკონტროლებენ

ნახვები: 495 ლუგანსკის ტერიტორიის 80 პროცენტს რუსული ძალები აკონტროლებენ

ლუგანსკის ტერიტორიის 80 პროცენტს რუსული ძალები აკონტროლებენ, – ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ „სიენენს“ განუცხადა. მისი თქმით, უკრაინა თუ წინააღმდეგობას არ გაუწევს, რუსეთი არ გაჩერდება და კიდევ უფრო წინ წაიწევს.

გაიდაის განცხადებით, ომის მეორე ფაზა დაიწყო, თუმცა ჯერ სრულმასშტაბიანი შეჭრა არ ხორციელდება. მისივე განცხადებით, რუსული ძალები ცდილობენ უკრაინელი სამხედროების ალყაში მოქცევას და ბევრი ცუდი რამ ხდება, თუმცა, როგორც გაიდაი ამბობს, უკრაინელები წარმატებულად ანადგურებენ მათ აღჭურვილობებს.

როგორც ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა​ განაცხადა, იბომბება მთლიანად ლუგანსკის რეგიონი, უსაფრთხო ქალაქი არ არსებობს და სწორედ ამიტომ, უკრაინული მხარე ცდილობს ჩარჩენილი მოქალაქეების ევაკუაციას.

მისივე თქმით, ამ დროისთვის კიევის მიერ კონტროლირებად ლუგანსკის რეგიონში 70 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება, რომლებიც ბუნკერებსა და თავშესაფრებს აფარებენ თავს.

როგორც სერგეი გაიდაი აღნიშნავს, მათ სჭირდებათ საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობა, უპილოტო საფრენი აპარატები და შორ რადიუსზე მოქმედი საარტილერიო სისტემა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა