კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტზე რაიმე ფორმის სანქციების დაწესების შემთხვევაში, ჩვენ საფრთხე არ გვემუქრება-დავით ნარმანია

ნახვები: 358 რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტზე რაიმე ფორმის სანქციების დაწესების შემთხვევაში, ჩვენ საფრთხე არ გვემუქრება-დავით ნარმანია

რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტზე რაიმე ფორმის სანქციების დაწესების შემთხვევაში, ჩვენ საფრთხე არ გვემუქრება, – განცხადება ამის შესახებ დავით ნარმანიამ გააკეთა.

მისი თქმით, არსებობს ალტერნატიული წყაროები, რომლითაც საჭიროების შემთხვევაში იმპორტის დივერსიფიკაცია იქნება შესაძლებელი.

„მარტი მშრალი თვე იყო და შესაბამისად ხდებოდა დიდი იმპორტი. ახლა ჩვენ უკვე გადავდივართ იმ ფაზაში როდესაც ელექტროენერგიის იმპორტი აღარ დაგვჭირდება, რადგან საკმაოდ წყალუხვი გაზაფხული იქნება კლიმატური პირობებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ჩვენი ელექტროსადგურები საკმარის ენერგიას გამოიმუშავებენ, რომ სრულად იქნას უზრუნველყოფილი ადგილობრივი მოთხოვნა. მეტიც, ჩვენი ვარაუდით უახლოეს პერიოდში გვექნება საექსპორტო ელექტროენერგია, რომლის გატანაზე მუშაობაც უკვე მიმდინარეობს.

რაც შეეხება რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტს. ვინაიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან ჩვენ მიღების წყაროები გვაქვს იმ შემთხვევაში თუ რაღაცა ფორმის დამატებითი სანქციები დაწესდება იმპორტზე, ჩვენ საფრთხე ნამდვილად არ გვემუქრება. გვაქვს ალტერნატიული წყაროები თუმცა, ქვეყანა მაინც ეცდება, რომ დისტანცირდეს რუსეთიდან. უბრალოდ, აქ ერთი ფაქტორია. როცა იაფი ენერგია არსებობს, ასეთ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, რომ უარი ვთქვათ ამაზე და უფრო ძვირი ენერგია შემოვიტანოთ. ეს შემდეგ აუცილებლად მოახდენს ზეწოლას ტარიფზე. ამდენად, ვცდილობთ, გავითვალისწინოთ ყველა ფაქტორი, რომ მომხმარებელზე ცუდად არ აისახოს რაიმე პროცესი“, – განაცხადა ნარმანიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა