რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

ლატვიის პარლამენტმა ერთხმად მიიღო განცხადება, რომელშიც რუსეთის ქმედებები უკრაინელი ხალხის მიმართ გენოციდად არის აღიარებული

ნახვები: 404 ლატვიის პარლამენტმა ერთხმად მიიღო განცხადება, რომელშიც რუსეთის ქმედებები უკრაინელი ხალხის მიმართ გენოციდად არის აღიარებული

ლატვიის პარლამენტმა ერთხმად მიიღო განცხადება უკრაინაში რუსეთის ფედერაციის ომის დანაშაულების შესახებ, რომელშიც რუსეთის ქმედებები უკრაინელი ხალხის მიმართ გენოციდად არის აღიარებული.

განცხადებაში გამოხატულია მხარდაჭერა დემოკრატიული ქვეყნების ინიციატივის მიმართ, გააერთიანონ ძალები უკრაინაში ჩადენილი რუსული სამხედრო დანაშაულების მტკიცებულებების შეგროვებასა და გამოძიებასთან დაკავშირებით.

პარლამენტარები მხარს უჭერენ უკრაინაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებას და იმედოვნებენ, რომ ყველა, ვინც ჩაიდინა დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ და ომის დანაშაულებები, პასუხს აგებენ.

ლატვიის სეიმი კატეგორიულად გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას, უკრაინაში ფართომასშტაბიან შეჭრას ბელარუსის რეჟიმის მხარდაჭერითა და მონაწილეობით.

სეიმი მოუწოდებს ევროატლანტიკურ თანამეგობრობას და მის პარტნიორებს, სასწრაფოდ დააწესონ ყოვლისმომცველი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რათა მის არმიას ჩამოართვან უკრაინაში სამხედრო აგრესიის გაგრძელების შესაძლებლობა.

ლატვიელმა პარლამენტარებმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდეს, დაუყოვნებლივ შეაჩერონ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტი.ნ განცხადებაში სეიმმა დაგმო რუსეთის მიერ გაერო-ს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და გაერო-ს რეფორმების განხორციელების დაჩქარებისკენ მოუწოდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა