ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ალექსეი არესტოვიჩი - „აზოვსტალის“ შტურმის შეჩერაბაზე პუტინის განკარგულება ნიშნავს, რომ რუსეთის ძალებს ფიზიკურად არ შეუძლიათ მისი აღება

ნახვები: 466 ალექსეი არესტოვიჩი - „აზოვსტალის“ შტურმის შეჩერაბაზე პუტინის განკარგულება ნიშნავს, რომ რუსეთის ძალებს ფიზიკურად არ შეუძლიათ მისი აღება

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განკარგულება, შეაჩეროს მარიუპოლის ქარხანა „აზოვსტალის“ შტურმი, ნიშნავს, რომ რუსეთის ძალებს ფიზიკურად არ შეუძლიათ „აზოვსტალის“ აღება.

„დღეს შოიგუმ და პუტინმა შეხვედრა გამართეს და საჯაროდ განაცხადეს, რომ მარიუპოლი აიღეს და რომ ისინი არ განახორციელებენ „აზოვსტალის“ შტურმს, რადგან არ სურთ, რუსეთის ჯარს დანაკარგი მიაყენონ. ეს ნიშნავს შემდეგს – მათ ფიზიკურად არ შეუძლიათ „აზოვსტალის“ აღება. მათ ეს გააცნობიერეს. მათ იქ უზარმაზარი დანაკარგი განიცადეს, ხოლო ჩვენი დამცველები განაგრძობენ მის დაკავებას. ამასთან, შტურმზე უარი შეიძლება, განიმარტოს იმით, რომ მათ გადაისროლეს თავიანთი ძალები ჩრდილოეთით, რათა გააძლიერონ თავიანთი დანაყოფები, რომლებმაც უნდა შეასრულონ მთავარი პოლიტიკური ამოცანა – დონეცკისა და ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასვლა. ვაცხადებ, ისინი ამის გაკეთებას ვერ შეძლებენ“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

ცნობისთვის, რუსულმა სახელმწიფო მედიამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მარიუპოლის „გათავისუფლების“ შესახებ აცნობა, პუტინმა კი „აზოვსტალის“ სამრეწველო ზონის შტურმის გაუქმების ბრძანება გასცა.

 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა