თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ჯარისკაცების მიმართ ღირსების შემლახველ ქმედებაში ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ

ნახვები: 167 ჯარისკაცების მიმართ ღირსების შემლახველ ქმედებაში ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯარისკაცების მიმართ ღირსების შემლახველ ქმედებაში ბრალდებული შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ორი თანამშრომლის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებული სხდომა მიმდინარეობს.

სხდომას ბრალდებულებიც ესწრებიან. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

საქმის პროკურორის, ალექსანდრე ჩხეიძის განცხადებით, ბრალდებულმა, გიორგი ბიჩელაშვილმა ერთ-ერთ დაზარალებულს დამამცირებელი მოქმედების დროს ფოტოსურათები გადაუღო.

პროკურორის თქმით, ბრალდებულმა ბიჩელაშვილმა მოკლეტარიანი კბილის ჯაგრისით დაზარალებულ მარტიროს მანასიანს იატაკი მოახეხინა. ბრალდების მხარის ინფორმაციითვე, ბიჩელაშვილი ასევე, დაზარალებულებს, სულხანიშვილსა და სეხნიაშვილს სიტყვიერი ბრძანებით, ორი საათის განმავლობაში მუხლებზე დაჩოქილს სხვა ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების თანდასწრებით ყაზარმის ტერიტორიას აწმენდინებდა.

ბიჩელაშვილმა ასევე დაზარალებულ არშავირ არუტულიანს სიტყვიერი ბრძანების საფუძველზე მოკლეტარიანი ფეხსაცმლის საწმენდი ჯაგრისით ყაზარმის ოთახი, საპირფარეშოს პირსაბანი ოთახის სივრცე მოაწმენდინა.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, დიმიტრი დევდარიანს, პროკურორის თქმით, მან ერთ-ერთ დაზარალებულს - სეხნიაშვილს სხვა ჯარისკაცების თანდასწრებით მიმართა და უთხრა, რომ მისი საქმე მხოლოდ ხეხვა იყო.

„დევდარიანმა თამაზ სეხნიაშვილს დილიდან საღამომდე, მუხლებზე დაჩოქილ მდგომარეობაში, სხვა ვადიანი ჯარისკაცების თანდასწრებით ახეხინა ყაზარმის ტერიტორია, საპირფარეშოს პირსაბანი იატაკი", - განაცხადა შუამდგომლობის წარდგენისას საქმის პროკურორმა, ალექსანდრე ჩხეიძემ.

პროკურორის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა იყოს გამოყენებული. ჩხეიძის თქმით, ბრალდებულების მხრიდან მიმალვის, მტკიცებულებათა განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს.

ამასთან, ბრალდების მხარის წარმომადგენლის ინფორმაციით, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, საქმეში არსებობს 100 მოწმის ჩვენება, ფოტო მტკიცებულებები და ექსპერტიზის დასკვნები.

პროკურორმა პატიმრობის შუამდგომლობის საფუძვლად დაასახელა ბრალდებულების ნაცნობობა მოწმეებთან, რაც მისი თქმით, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეს ქმნის.

ბიჩელაშვილისა და დევდარიანის ადვოკატები დღევანდელ სხდომაზე გირაოს შუამდგომლობის დაყენებას აპირებენ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა