ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

სანქციების გამკაცრება გარდაუვალია- გაბრიელიუს ლანდსბერგი

ნახვები: 280 სანქციების გამკაცრება გარდაუვალია- გაბრიელიუს ლანდსბერგი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის მთავარი თემები იყო NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება, სამხედრო, ჰუმანიტარული და პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინისთვის და რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება. მისივე თქმით, გარდაუვალია რუსეთისთვის სანქციების გამკაცრება, რადგან ის ენერგოსექტორიდან მიღებულ შემოსავალს ომის დასაფინანსებლად იყენებს. 

"ჩვენი საუბრის მთავარი თემა იყო ის, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ უკრაინას, გავზარდოთ ზეწოლა რუსეთზე და გავაძლიეროთ NATO-ს ფრონტი ახალი საფრთხეების ფონზე. რუსეთის ქმედებებმა ძირეულად შეცვალა უსაფრთხოების გარემო ევროპაში და ეს ცვლილებები NATO-ს მადრიდის სამიტის გადაწყვეტილებებშიც უნდა აისახოს. რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო მოქმედებების გააქტიურების ფონზე, უკრაინას ჩვენი თანადგომა და შესაბამისი აღჭურვილობა სჭირდება. ჩვენ ვიმსჯელეთ სანქციების მეექვსე პაკეტზე შეთანხმების მისაღწევად საჭირო ნაბიჯებზე. ეს რთული გადაწყვეტილებაა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც დიდწილად რუსულ ენერგორესურსებზე არიან დამოკიდებულნი, თუმცა სანქციების გამკაცრება გარდაუვალია, რადგან რუსეთი ენერგოსექტორიდან მიღებულ შემოსავალს ომის დასაფინანსებლად იყენებს,"- აცხადებს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.

ცნობისთვის, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ლიეტუვაში შეხვდნენ და ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა