თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

არ ვარ დარწმუნებული, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პარლამენტის დატოვება გამოიწვევს სააკაშვილის გათავისუფლებას-იაგო ხვიჩია

ნახვები: 331 არ ვარ დარწმუნებული, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პარლამენტის დატოვება გამოიწვევს სააკაშვილის გათავისუფლებას-იაგო ხვიჩია

ჩემი აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია, უნდა დაიშალოს, რის გამო, რა მნიშვნელობა აქვს, რადგან ის არის „ქართული ოცნების“ იარაღი ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ასეთი ცუდი როლი აქვთ პარტიის წევრებსაც, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, არ მიაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პარლამენტის დატოვება ავტომატურად გამოიწვევს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას.

„როგორც ყოველთვის დაგვიანებით, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ ნელ-ნელა მოდის სწორ აზრზე, იქედან გამომდინარე, რომ „ნაცმოძრაობის“ დაშლა არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ყველაზე მოკლე გზა. თუ პარლამენტიდან ნაწილი გავა და ნაწილი დარჩება, ეს დაშლისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯია.

ჩემი აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია, ზოგადად უნდა დაიშალოს, რის გამო, რა მნიშვნელობა აქვს, რადგან ის არის „ქართული ოცნების“ იარაღი ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ასეთი ცუდი როლი აქვთ პარტიის წევრებსაც. ეს ადამიანები უნდა დარჩნენ პოლიტიკაში, მაგრამ ასეთი როლისგან უნდა გათავისუფლდნენ, ამის გათავისუფლება „ქართული ოცნების“ დამარცხების სულ სხვა შესაძლებლობებს გააჩენს.

მე არ ვარ დარწმუნებული, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პარლამენტის დატოვება გამოიწვევს ავტომატურად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, მაგრამ თუ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ასე სჯერათ, მე მგონი სწორი და მორალური იქნებოდა აქამდეც დაეტოვებინათ პარლამენტი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა