ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

ნახვები: 394 შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საბაჟო დეპარტამენტის ყველა სტრუქტურული ერთეულის მიერ, ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა ის პროდუქცია, რომელიც სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ, მოხვედრილია სანქციების სიაში, ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს, – ამის შესახებ ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

როგორც შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, საბაჟო კონტროლს ექვემდებარება რუსეთიდან და ბელარუსიდან საქართველოში შემოსული სანქცირებული საქონლის რეექსპორტი, ასევე ამავე ქვეყნების დანიშნულებით საქართველოდან სანქცირებული საქონლის რეექსპორტი.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ასევე გაერთიანებულმა სამეფომ, ევროკავშირმა და ეკონომიკური სანქციების დაწესების პროცესში მონაწილე ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსთან მიმართებაში, განსაზღვრული საქონლით ვაჭრობაზე, დაწესდეს გარკვეული სახის შეზღუდვები. მკაცრი სანქციები, აგრეთვე დაუწესდათ რუსეთსა და ბელარუსში მოქმედ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საბაჟო დეპარტამენტის ყველა სტრუქტურული ერთეულის მიერ, ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა ის პროდუქცია, რომელიც სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ, მოხვედრილია სანქციების სიაში, ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს. ამასთან, საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე, საბაჟო დეპარტამენტის მიერ, კონტროლდება ნებისმიერი საბაჟო ოპერაცია, რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს სანქცირებული ფიზიკური პირების ან კომპანიების მიერ.

აქვე განვმარტავთ, რომ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება რუსეთიდან და ბელარუსიდან საქართველოში შემოსული სანქცირებული საქონლის რეექსპორტი, ასევე ამავე ქვეყნების დანიშნულებით საქართველოდან სანქცირებული საქონლის რეექსპორტი (რეექსპორტისას აგრეთვე კონტროლდება სანქცირებული ფიზიკური პირები და კომპანიები). განსაკუთრებულ კონტროლს ექვემდებარება ევროკავშირის ქვეყნებიდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და სხვა სანქციების მონაწილე ქვეყნებიდან შემოტანილი ან ამ ქვეყნების წარმოშობის სერტიფიკატის მქონე სანქცირებული საქონლის რეექსპორტი რუსეთში და ბელარუსში ან პირიქით, რათა მაქსიმალურად აღიკვეთოს საქართველოს გამოყენებით სანქციებისაგან თავის არიდების შესაძლებლობა.

ამასთან აღსანიშნავია, რომ მკაცრად კონტროლდება საქართველოში გაიმპორტებული სანქცირებული საქონლის ექსპორტის შემთხვევებიც, რათა არ მოხდეს რუსული ან ბელარუსული საქონელი სანქციების მონაწილე ქვეყნებში ან პირიქით.

შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ ხაზგასმით განმარტავს, რომ საქართველოს გავლით საქონლის ტრანზიტისას, განსაკუთრებით გამკაცრებულია საბაჟო კონტროლი სამხედრო და ორმაგი დანიშნულების საქონლის გადაადგილებაზე (ისევე როგორც სხვა სანქცირებულ პროდუქციაზე). ტვირთის ტრანზიტისას, აგრეთვე ყურადღება ექცევა სანქცირებულ ფიზიკურ პირებს და კომპანიებს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს ყველას, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან და აღნიშნავს, რომ თითოეული სამართალდარღვევის ფაქტზე უწყება რეაგირებას მოახდენს კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა