კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

უკრაინაში შეჭრიდან რუსეთი თავს დაესხა 162 საავადმყოფოს, შედეგად 73 ადამიანი დაიღუპა

ნახვები: 415 უკრაინაში შეჭრიდან რუსეთი თავს დაესხა 162 საავადმყოფოს, შედეგად 73 ადამიანი დაიღუპა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, უკრაინაში შეჭრის დღიდან - 24 თებერვლიდან 21 აპრილის ჩათვლით რუსეთი თავს დაესხა 162 სამედიცინო დაწესებულებას. 

შედეგად დაიღუპა 73 ადამიანი, დაშავდა - 52. 

გარდა ამისა, WHO წერს, რომ უკრაინაში 3 ოჯახიდან 1-ში ცხოვრობს ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანი, რომელთაც არ აქვთ წვდომა სამედიცინო სერვისებზე. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოკვლევით და დაკვირვებით, ომიდან 2 თვის თავზე, უკრაინაში არსებობს სამედიცინო სერვისების გადაუდებელი აუცილებლობა. 

დოქტორი ჯარნო ჰაბიჩი, WHO-ს წარმომადგენელი და ოფისის ხელმძღვანელი უკრაინაში, ამბობს, რომ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ჯანდაცვის სისტემა მთლიანად დაინგრა. 

"ჯანდაცვის სამინისტროსთან, ჩვენს პარტნიორებთან და დონორებთან ერთად ბოლო 8 კვირის განმავლობაში 7.5 მილიონი ადამიანისთვის სიცოცხლისთვის აუცილებელი მარაგები მიგვწეოდებინა - აღჭურვილობა და წამლები. მაგრამ ჯერაც ვერ ვახერხებთ, მივწვდეთ აღმოსავლეთის იმ ტერიტორიებს, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ. აღმოსავლეთ უკრაინაში ჯანდაცვა მთლიანად განადგურდა. ვიღებთ ცნობებს, რომ მაგალითად, ლუჰანსკის რეგიონში ჯანდაცვის დაწესებულებები, საავადმყოფოები დაინგრა ან დაზიანდა. ვითარება კრიტიკულია. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს წვდომა ამ ადგილებამდე, რათა უზრუნველვყოთ ამ ადამიანების ჯანდაცვის საჭიროებები, მარიუპოლის ჩათვლით. მოქალაქეებს აქვთ ჯანმრთელობის უფლება, მათ შორის ომის დროსაც". - განაცხადა ჰაბიჩმა. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა